საკონტაქტო ინფორმაცია
გაიხსნას სოლოლაკის გვირაბი!

საჭიროა 113 ხელმოწერა

1887
2000
ადრესატი:
  • თბილისის მერია
  • თბილისის საკრებულო
  • საქართველოს მთავრობა

გაიხსნას სოლოლაკის გვირაბი!

პეტიციის ხელმომწერები ვითხოვთ, რომ გაიხსნას სოლოლაკისა და ბოტანიკური ბაღის დამაკავშირებელი გვირაბი. ასათიანის ქუჩიდან ბოტანიკურ ბაღში შესასვლელი გვირაბი 2009 წლის მერე გაურკვეველი მიზეზით დახურულია. შედეგად, სოლოლაკის მოსახლეობას აღარ აქვს პირდაპირი წვდომა ბოტანიკურ ბაღთან. 

სოლოლაკი ერთერთი ყველაზე მჭიდროდ დასახლებული უბანია. მას აკლია რეკრეაციული სივრცეები, სადაც ბავშვები ითამაშებენ, მოქალაქეები კი დაისვენებენ. გვირაბის გახსნა ადგილობრივებს მისცემს ბოტანიკურ ბაღში გვირაბის გავლით მოხვედრის მარტივ შესაძლებლობას, რაც მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის საგანია. 

 

ისტორიული გვირაბის გახსნა ტურისტული თვალსაზრისითაც მნიშვნელოვანია. 104 წლის წინ აშენებული გვირაბის დათვალიერების გარდა, ტურისტები შეძლებენ მშვენიერი სოლოლაკის გავლით აბანოთუბანსა და რიყეს ეწვიონ. ამასთან, გვირაბის გახსნა ბოტანიკური ბაღის განვითარების ინტერესებშიცაა. 

მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, მთაწმინდის მაჟორიტარობის დამოუკიდებელი კანდიდატის გრიგოლ გეგელიას საარჩევნო გუნდი მიმართავს დედაქალაქის მერიას და საქართველოს მთავრობას, რომ დაიწყოს მუშაობა გვირაბის გახსნისა და ადეკვატურად კეთილმოწყობის საკითხზე. 

ქვევით ხელმომწერნი ვუერთდები ამ მოთხოვნას: