საკონტაქტო ინფორმაცია
პეტიცია ივანიშვილისა და მისი პოლიტდაჯგუფების დროული სანქცირებისა და ოჯახის წევრთა დეპორტაციის თაობაზე !

საჭიროა 4991 ხელმოწერა

9
5000
ადრესატი:
  • საქართველოს პარლამენტი

პეტიცია ივანიშვილისა და მისი პოლიტდაჯგუფების დროული სანქცირებისა და ოჯახის წევრთა დეპორტაციის თაობაზე !

დაუწესეთ საქნციები ბიძინა ივანიშვილსა და მისი რეჟიმის ლიდერებს !

მის მიერ კონტროლირებადი მთავრობის, პარლამენტის და სასამართლოს წარმომადგენლებს...

განახორციელეთ მათი ოჯახის წევრებისა და ბიზნეს პარტნიორთა დეპორტაცია

თქვენი ქვეყნებიდან !

გთხოვთ, უმოკლეს ვადებში, დაუწესოთ პერსონალური სანქციები ბიძინა ივანიშვილს, მის მიერ მართულ მთავრობასა და საპარლამენტო ჯგუფების წევრებს, ასევე მოახდინოთ თქვენს ქვეყნებში მცხოვრები მათი ოჯახის წევრებისა და პარტნიორების დეპორტაცია. აღნიშნული სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, საქართველოს სახელმწიფოებირივი დამოუკიდებლობის შესანარჩუნებლად, ევროკავშირთან და ნატოსთან ინტეგრაციისა და საქართველოს ათიათასობით მოქალაქის ფიზიკური გადარჩენისთვის, რომლის შანსი ჯერ კიდევ არსებობს.

რუსული, "უცხო ქვეყნის აგენტების" შესახებ კანონის მიღების პროცესის დაწყებამ, ასევე რუსული ტიპის და უფრო მძიმე, საყოველთაო, მათ შორის სტუდენტთა ჯარში გაწვევის კანონპროექტის ინიცირებამ საბოლოოდ დაადასტურა ბიძინა ივანიშვილის სურვილი - საქართველო საბოლოოდ ჩამოაშოროს დასავლურ, ცივილიზებულ სამყაროს, ჩაშალოს ევროკავშირის წევრი ქვეყნის სტატუსის მიღების პროეცესი და გახდეს პუტინის რუსული იმპერიის უახლოესი პარტნიორი. ამასთანავე, ქვეყანაში დაამყაროს სულ მცირე ბელორუსული ტიპის, კლეპტოკრატიული დიქტატურა ! სამწუხაროდ, ეს არ არის ივანიშვილისა და მისი დაჯგუფების მიერ ძალაუფლების მიტაცება– უზურპაციისა და საქართველოს სიმდიდრეთა პრაქტიკულად სრული მითვისების გაიოლებისა და გახანგრძლივებისაკენ მიმართული პირველი ნაბიჯი ! სწორედ აღნიშნულის შედეგია ის, რომ ქართველი ერი, საქართველოს მოსახლეობა განიცდის დაუნდობელ სოციალურ–კორუფციულ და ეკოლოგიურ გენოციდს, რაც მკაფიოდ გამოიხატება როგორც ემიგრაციის, ასევე სიკვდილიანობის უკიდურესად მაღალ მაჩვენებლებში. ამ ყოველივეს თან ერთვის რუსეთის ფედერაციის (და არა მხოლოდ) მოქალაქეთა მასობრივი ჩამოსახლება საქართველოში და საბოლოოდ, შედეგად ვიღებთ საქართველოს მოსახლეობის ჩანაცვლების სრულმასშტაბიან მცდელობას. რაც, ვფიქრობთ, რომ ნაკარნახევია ივანიშვილის რეჟიმის მოღალატეობრივ–კორუფციული მიზნების რეალიზაციის სურვილით. ამასთანავე, ადამიანის უფლებათა მასობრივი შელახვა, მათ შორის პოლიტიკური რეპრესიები, ძალოვანთა და მაღალჩინოსანთა ტოტლური დაუსჯელობა, სამართლიანი სასამართლოს არ არსებობა და არჩევნების მასობრივი გაყალბება საქართველოში უკვე დიდი ხანია წესადაა ქცეული. უკრაინის წინააღმდეგ პუტინის მიერ წარმოებული დაუნდობელი და სრულმასშტაბიანი ომის დაწყებისა და ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მოპოვების შანსის გაჩენის შემდეგ, ივანიშვილის დაკვეთით, მისი რეჟიმის ლიდერები უთანასწორო ომში ჩაბმული ქვეყნის ხელისუფლებისადმი ღიად მტრულ დამოკიდებულებას ავლენენ, ისევე, როგორც ჩვენი ევროპელი და ამერიკელი სტრატეგიული მოკავშირეებისადმი. მთელი ცივილიზებული სამყაროს ქცევის საპირისპიროდ, ისინი ინტენსიურად ზრდიან ეკონომიკურ ურთიერთობებს აგრესორ რუსულ იმპერიასთან და რბილად რომ ვთქვათ, სავარაუდოდ, აქტიურად ეხმარებიან მას დაწესებული საერთაშორისო ეკონომიკური სანქციებისაგან თავის არიდებაში. ყოველივე ზემოთქმულის გათვალისწინებით, საქართველოს დამოუკიდებლობისა და სამართლიანი, დემოკრატიული მომავლის, ასევე საქართველოს მოქალაქეთა მნიშვნელოვანი ნაწილის ფიზიკური გადარჩენის ხელშეწყობისათვის და უკრაინის მხარდამჭერი სანქციების ეფექტიანობის გაზრდის მიზნით, გთხოვთ, უმოკლეს დროში დაუწესოთ პერსონალური სანქციები ბიძინა ივანიშვილს, ასევე მის უახლოეს პოლიტიკურ და ბიზნეს გარემოცვას, მთავრობის წევრებსა და ყველა იმ დეპუტატს, ვინც მათ შორის მხარს უჭერს საქართველოში „უცხოეთის გავლენის აგენტების“ რუსული კანონის მიღებას, ამასთანავე უკანონო და პოლიტიკური დაკვეთების შემსრულებელ მოსამართლეებსა და სამართალდამცავებს.

პატივისცემით და დროული მხარდაჭერის იმედით,