საკონტაქტო ინფორმაცია
გაახმოვანეთ ფილმები ქართულად!!!

საჭიროა 4942 ხელმოწერა

58
5000
ადრესატი:

გაახმოვანეთ ფილმები ქართულად!!!

ქართული ჩვენი მშობლიური ენაა და არავინაა ვალდებული, ფილმებს კინოთეატრში უცხო (არასახელმწიფო) ენაზე უყუროს. შესაბამისად, მოვითხოვთ, პატივი სცენ ჩვენს უფლებებს და კანონმდებლობას და მოგვცენ საშუალება მოსახლეობის უმრავლეს ნაწილს, ჩვენთვის გასაგებ და მისაღებ ენაზე ვუყუროთ სასურველ ფილმს. მსგავსი რამ არცერთ სხვა დემოკრატიულ და განვითარებულ სახელმწიოში არ ხდება!!! გამაღიზიანებელია საზოგადოებრივი აზრი, რომ რუსულის ცოდნა სავალდებულოა, ხოლო ქართული ყველაფერი უხარისხო და უგემოვნოა. თუმცა თუ მოვინდომებთ და ერთად შევეწინააღმდეგებით ამ მოძველებულ სტერეოტიპს და რუსულს შევხედავთ, როგორც უცხო და არასახელმწიფო ენას (რომლის სრულყოფილად ცოდნაც საქართველოს მოქალაქისთვის სულაც არაა სავალდებულო),მაშინ გვაქვს ყველანაირი უფლება, მოვითხოვოთ ფილმების ჩვენს მშობლიურ - ქართულ ენაზე თარგმნა, რომელიც იქნება ხარისხიანი და საზოგადოებისთვის მისაღები. თუკი კინოთეატრები ცოტაოდენ ფინანსებს გამოყოფენ, ორმაგად მიიზიდავენ მაყურებელს, რადგან ბევრი სწორედ ამ ენობრივი ბარიერის გამო ვერ ახერხებს კინოში სიარულს. P.S. შესაძლებელია როგორც თარგმანის, ასევე ორიგინალ ენაზე ქართული სუბტიტრების თანხლებით გაშვებაც.