საჭიროა 9927 ხელმოწერა
ადრესატი:
- ქალაქ თბილისის მერი
- თბილისის მერია
- თბილისის საკრებულო
- საქართველოს პარლამენტი
- საქართველოს პრეზიდენტი
სსიპ ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოდან ჯალათი და ცხოველთმოძულე თანამშრომლების გათავისუფლება
ბოლო დროს ფიქსირდება არაერთი ფაქტი, რომელიც ეხება შინაური ბინადარი ცხოველების მათთვის უცნობ ლოკაციებზე ან ტყეში გადასმას. ხშირია მიკედლებული ცხოველების უნებართოდ გადაყვანის ფაქტები, რომლების ასევე უგზო-უკვლოდ იკარგებიან. მათ ვერ პოულობენ ვერს მუნიციპალურ თავშესაფარში და ვერც მიმდებარე ქუჩებზე!
სსიპ ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს თანამშრომლები სისტემატიურად ძალადობენ შინაურ ბინადარ ცხოველ;ებზე და არღვევენ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების №7-28, 2015 წლის 6 აპრილი. მუხლი 8, თ) ,,ცხოველების მიკედლება ან ბინადრობის პირვანდელ თუ სხვა, მიზანშეწონილ არეალში დაბრუნება".
ყოველივედან გამომდინარე მოგმართავთ თხოვნით ქ. თბილისის მერს, ბ/ნ: კახი კალაძეს, რომ თქვენი კომპეტენციის ფარგლებში მოახდინოთ დაუყოვნებლივ რეაგირება. ყოვლად დაუშვებელია სსიპ ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოში და ზოგადად, თქვენს სტრუქტურაში მუშაობდნენ ნულოვანი ემპათიის მქონე, ცხოველთმოძულე ადამიანები, რომლებისთვისაც ცხოველების ტკივილი და ტანჯვა არაფრის მთქმელია და შინაურ ბინადარ ცხოველებს (ზაღლი, კატა) აღიქვამენ, როგორც ქალაქის ნარჩენებს, რომლისგანაც უნდა გაიწმინდოს ქუჩები!
გთხოვთ, მოახდინოდ დაუყოვნებლივ რეაგირება, სსიპ ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოში უნდა მუშაობდნენ მხოლოდ ცხოველთა მოყვარულები და მათი დამცველები, ადამიანები, ვინც შინაურ ბინადარ ცხოველებს მგრძნობიარე არსებებად აღიქვამენ.
"აააიპ საქართველოს ცხოველთა დაცვის ფედერაციის" წევრი, აიშა ბაბაიანი