დასრულებული
ადრესატი:
- საქართველოს მთავრობა
გაზიფიცირება ქვემო სვანეთსა და ლეჩხუმს
#გაზიფიცირებაქვემოსვანეთსდალეჩხუმს.
🖍️ მოაწერე ხელი პეტიციას
#ლენტეხისგადარჩენისთვის
ჩვენი ლეჩხუმელების და ქვემო სვანეთის გადასარჩენად საჭიროა გაზიფიცირება❗️❗️❗️
ჩემი აზრით, ერთ-ერთ ყველაზე მთავარს გამოვყოფ .სამწუხაროდ, ჩვენი ულამაზესი ლეჩხუმი -ქვემო სვანეთი კვლავ რჩება ერთ-ერთ ყველაზე მიგრაციულ მხარედ,ახალგაზრდები მიდიან და სამწუხაროდ, თითქმის აღარ ბრუნდებიან.
ჩვენს მხარეში რვა თვე ( მინიმუმ ! ) სჭირდება ადამიანებს გათბობა ( აღარ შევჩერდები, რა თანხას უკავშირდება შეშის შეძენისა და დამუშავების პროცესი). ეს უპირველესია, მაგრამ გაზი ხომ მარტო გათბობა არ არის ?! გაზიფიცირება არის ბიზნესის განვითარება, სასათბურე მეურნეობის, ბოსტნეულის წარმოების,სხვადასხვა საწარმოს ამუშავების პერსპექტივა და ხელშეწყობა. ვინ მოთვლის, კიდევ რამდენი რამ შეიძლება მოაგვაროს?! გაზის პრობლების მოგვარება , უდაოდ, არის გამარტივებული ცხოვრების შესაძლებლობა, მყარად დაფუძნებული ოჯახები და დაბრუნებული ახალგაზრდები...
ბევრს არ ვიტყვი იმის შესახებ, ამ პრობლემის მოგვარება ეკოლოგიურად როგორ შეეშველება ჩვენს გაჩეხილ ტყეებს, გააქტიურებულ მეწყერს, დაზიანებულ გარემოს.
🖍️🖍️🖍️ ჩემო ქვემო სვანებო , ლეჩხუმელებო ნაცნობებო, უცნობებო, დავდგეთ ერთად, გავუზიაროთ ერთმანეთს აზრები, გავავრცელოთ პეტიცია ,მივიდეთ ყველგან და ყველასთან თხოვნით სადაც საჭიროა. მე მჯერა ჩვენი ერთობის და ხელისუფლების გულისხნიერების. ჩვენ ერთად ყველაფერს შევძლებთ
🖍️#გაზიფიცირებალეჩხუმიქვემოსვანეთს