დასრულებული
ადრესატი:
- საქართველოს მთავრობა
- საქართველოს პარლამენტი
- შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
ქართველ კარდიოლოგთა მიმართვა საქართველოს მთავრობას
ჩვენ, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის კარდიოლოგები, რომელთა მთავარი მიზანია ადამიანის ჯანმრთელობის სადარაჯოზე ყოფნა და არა მხოლოდ გულ-სისხლძარღვთა ორგანული დაავადებების მკურნალობა და მართვა, არამედ ადამიანთა გულისწადილისა და თავისუფალი ნების გათვალისწინება და პატივისცემა, ერთპიროვნულად ვემიჯნებით იმ სასტიკ ძალადობას, რასაც ჩვენი ქვეყნის ამჟამინდელი მთავრობა თავისი სამართალდამცავების მეშვეობით საკუთარი ხალხის თავისუფალი ნების წინააღმდეგ ახორციელებს. ასევე ვაპროტესტებთ ჩვენი ხელისუფლების მიერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკისათვის კონსტიტუციისა და ქართველი ხალხის ნების საწინააღმდეგოდ ჩვენი ქვეყნის ევროატლანტიკური გეოპოლიტიკური გეზის რადიკალურად შეცვლის პოლიტიკასა და დასავლეთის ცივილიზაციისაგან საქართველოს იზოლაციის მცდელობას. საქართველოს კარდიოლოგები მკაფიო პროტესტს ვუცხადებთ ძალადობასა და მთავრობის მხრიდან გატარებულ ანტიკონსტიტუციურ, ანტიდასავლურ ქმედებებს! ჩვენ ვდგავართ ქართველი ხალხის გვერდით! საქართველოს ადგილი ევროპის კავშირშია!