საკონტაქტო ინფორმაცია
დააბრუნეთ STYLISH DUDES!

საჭიროა 67 ხელმოწერა

33
100
ადრესატი:
  • კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო

დააბრუნეთ STYLISH DUDES!

გლობალიზაციის ეპოქაში ჩვენ უნდა გავიაზროთ კულტურათა გაცვლის მნიშვნელობა და ინტერნეტის როლი ამ საქმეში! 
Stylish Dudes არის ერთადერთი ქართული არხი Youtube-ზე, რომელიც ორიენტირებულია ქართული კულტურის, კერძოდ მწერლობის, ფერწერის, მეცნიერების, მუსიკისა და ცხოვრების სტილის პოპულარიზაციაზე. 
მიუხედავად ამისა, არხი უკვე 1 წელი არ განახლებულა, რამაც განაპირობა ჩემი, მზეჭაბუკ ფაცაციას, ანი დათაშვილის, გიორგი კარტოზიასა და ჩვენი სამეზობლოების ღელვა. 
ჩვენ ვაფასებთ იმას, რაც მოგვცა ბატონმა Shotz-მა და მისმა გუნდმა. 
სწორედ ამ არხის გაცოცხლება არის ქართული კულტურის აღმავლობის ერთადერთი შესაძლებლობა. ასე ის შეიძენს გლობალურ ხასიათს, განვითარდება ტურიზმი, გაძლიერდება ეკონომიკა, წარსულს ჩაბარდება ეკოლოგიური პრობლემები, ცრუ-ურბანიზაცია, განათლების დაბალი ხარისხი, ბაგების ლტოლვილთა კორპუსების ავარიული მდგომარეობა, ბაუჰაუს შოტი არაყის ფასი და ყალბი დემოკრატიული რეჟიმი.
თითოეული ვიდეო დაგვაახლოვებს თამროს ოქროს ეპოქას, სანამ საბოლოოდ არ დააბრუნებს გაბრწყინებულ საქართველოს.
ერთად ჩვენ შევძლებთ! 
ერთად ხელოვნებისთვის, ერთად განვითარებისთვის, ერთად შთამომავლობისთვის!