დასრულებული
ადრესატი:
- თბილისის მერია
დაემატოს დიდ დიღომს საჭირო რაოდენობის მუნიციპალური ტრანსპორტი ! შეწყდეს მოსახლეობის უმწვავესი პრობლემის იგნორირება!
მოგეხსენებათ, დიდი დიღმის მოსახლეობა სავარაუდოდ, 50 ათას ადამიანს უტოლდება. დედაქალაქის გარეუბანი ინტენსიურ კავშირშია ქალაქთან. მოსახლეობისთვის საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილება აუტანელ კოშმარად იქცა.
პრობლემა მუნიციპალური ტრანსპორტის სიმცირეა. ყოველდღიურად, განსაკუთრებით კი დილა - საღამოს მგზავრთა ნაკადი 1000-ჯერ და მეტად აჭარბებს ტრანსპორტის რაოდენობას. 2-3 საათიანი ლოდინის შემდეგ, ტრანსპორტის სალონში შესაღწევად დიდი ძალისხმევაა საჭირო.
ჩვენი მოთხოვნები 3 პუნქტს მოიცავს:
1. დიდი დიღმიდან გამავალ მუნიციპალური ტრანსპორტის ხაზებს დაემატოს მიკრო და მაკრო ავტობუსების რაოდენობა;
2. შემცირდეს მგზავრთა ლოდინის შუალედი;
3. დაინიშნოს ორთაჭალის მიმართულებით მუნიციპალური ტრანსპორტი.
გთხოვთ, უმოკლეს ვადაში მოაგვაროთ ზემოაღნიშნული მოთხოვნები.
P.S. პრობლემა მინიმალური და მოგვარებადია.
პატივისცემით, დიდი დიღმის მოსახლეობა,
საინიციატივო ჯგუფი "დიდი დიღმის მეგობრები"
#გინდა_იყო_კარგი_მერი?_დაამატე_ლურჯი_MAN-ი.