საჭიროა 1638 ხელმოწერა
ადრესატი:
- განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
ჩვენ მხარს ვუჭერთ სკოლებში საგნის ,,მე და საზოგადოება'' სწავლებას!
,,საქართველოს სკოლებში ახალი საგნის სწავლება იწყება სახელწოდებით - „მე და საზოგადოება“. შესაბამისი ცვლილება უკვე შევიდა ეროვნულ სასწავლო გეგმაში, რომელიც გაზაფხულზე დამტკიცდება - ამის შესახებ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ, ლია გიგაურმა განაცხადა.
„მე და საზოგადოება“ 2015-2016 სასწავლო წლებში თბილისსა და რეგიონების რამდენიმე სკოლაში გაივლის პილოტირებას, ხოლო 2016-2017 სასწავლო წლიდან ახალი საგანი მთელი საქართველოს მასშტაბით, როგორც საჯარო, ისე კერძო სკოლებში სავალდებულო გახდება.
„სამოქალაქო ცნობიერების ხარისხი მაინც დაბალია და ამ საგნის მე-9 კლასიდან სწავლება დაგვიანებულია. ამიტომ, საზოგადოებრივი მეცნიერებების ჯგუფი დაწყებით საფეხურზე ჩამოვიტანეთ. საგნის „მე და საზოგადოება“ სწავლება ამ ეტაპზე მესამე და მეოთხე კლასში დაიწყება. პარალელურად, გავაგრძელებთ დამუშავებას და სწავლებას მე-5 მე-6 და მე-7 მე-8 კლასებშიც. თემები ძალიან მრავალფეროვანია. ამ საგნის სწავლება სხვადასხვა მიმართულებით მიდის, ასაკის შესაფერისია და ხელს უწყობს მოსწავლის პიროვნულ განვითარებას“, - აღნიშნა ლია გიგაურმა.
ლია გიგაურის განმარტებით, ახალი საგნისათვის საჭირო საგანმანათლებლო რესურსი სახელმძღვანელოს სახით ჯერ არ არსებობს. ეროვნული სასწავლო გეგმის დამტკიცების შემდეგ, შესაბამისი სახელმძღვანელოს კონკურსი გამოცხადდება.''
წყარო: ,,ლიბერალი''
ვრცელდება ინფორმაცია, რომ ახალი საგნის ,,მე და საზოგადოება'' დანერგვა სკოლებში შეიძლება შეფერხდეს და გაურკვეველი ვადით გადაიდოს.
მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებამ მხარი დავუჭიროთ ამ საგნის სწავლებას და მოვითხოვოთ მისი დანერგვა იმ ვადებში და იმ ფორმით, როგორც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილის განცხადებაში იყო აღნიშნული.