დასრულებული
ადრესატი:
- საქართველოს პარლამენტი
მხარს ვუჭერთ, ბატონ იოსებ ჭუმბურიძეს!
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, ბატონ ირაკლი კობახიძეს!
ბატონო ირაკლი!
თქვენ გამოაცხადეთ კონკურსი საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს ახალი წევრის ასარჩევად;
ჩვენ მხარს ვუჭერთ ბატონ იოსებ ჭუმბურიძეს!
ბატონი იოსებ ჭუმბურიძე გახლავთ თვალსაჩინო ჟურნალისტი, პუბლიცისტი, ლექტორი, მეცნიერების დოქტორი, პროფესორი. ჟურნალისტიკის მკვლევარი, არაერთი წიგნისა და სამეცნიერო სტატიის ავტორი; პრაქტიკოსი და, იმავდროულად, თეორეტიკოსი.
უნდა ითქვას, რომ რამდენიმე თვის წინათაც შეგროვდა მრავალრიცხოვანი ხელმოწერა; სამწუხაროდ, მაშინ სახალხო დამცველმა არ გაითვალისწინა საზოგადოების აზრი და არ წარადგინა ჩვენი რჩეული კანდიდატი, ბატონი იოსებ ჭუმბურიძე.
იმედს ვიტოვებთ, რომ ამჯერად საქართველოს პარლამენტი მხარს დაუჭერს ჩვენს მიერ შეთავაზებულ, ღირსეულ კანდიდატს;
ბატონი იოსებ ჭუმბურიძე არის მაღალი რანგის პროფესიონალი და მისი ყოფნა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოში, ხელს შეუწყობს საზოგადოებრივი მაუწყებლის განვითარებას.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ საზოგადოების აზრი, თუ ეს მართლა საზოგადოებრივი მაუწყებელია და რეალურად გსურთ, იყოს საზოგადოების სამსახურში.
საინიციატივო ჯგუფის სახელით,
ელგუჯა მარღია
პოეტი, საზოგადოებასთან ურთიერთობის სააგენტო ,,პროფილის'' დამფუძნებელი.