საკონტაქტო ინფორმაცია
გადავარჩინოთ ზემო რაჭა! Save Zemo Racha!

დასრულებული

5006
5000
ადრესატი:
  • საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო
  • საქართველოს მთავრობა

გადავარჩინოთ ზემო რაჭა! Save Zemo Racha!

2018 წლის 19 თებერვალს, ქალაქ ონის მუნიციპალიტეტის მერიაში მოეწყო სს „ონის კასკადის“ მიერ „ონის ჰესების კასკადის მშენებლობის და ექსპლუატაციის“ პროექტის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის ე.წ. საჯარო განხილვა. ეგრეთ წოდებული იმიტომ რომ, მოსახლეობამ მხოლოდ წინა დღეს შეიტყო დაგეგმილი ღონისძიების შესახებ. მეტიც, მოსახლეობამ ინფორმაცია მიიღო არა მერიის თანამშრომლებისგან, არამედ ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლისგან. პროექტის მიხედვით, მდინარე რიონზე უნდა აშენდეს 200 მეგავატზე მეტი სიმძლავრის ჰიდროელექტროსადგური.

ცენტრალური კავკასიონის სამხრეთ ფერდობზე მდებარე ზემო რაჭა სეისმურად აქტიურ ზონას წარმოადგენს. აქედან გამომდინარე, კომპანიის მხრიდან გაკეთებული განცხადება რისკების შემცირებაზე, აღქმული იქნა, როგორც სიცრუე და არაპროფესიონალიზმი, როგორც საქმისადმი და ქვეყნისადმი გულგრილი დამოკიდებულება. ვაცხადებთ, რომ ჰესის მშენებლობის პროცესიც კი გამოუსწორებელ ზიანს მოუტანს ზემო რაჭას და არა მხოლოდ ამ მხარეს. ე. წ. საჯარო განხილვისას ითქვა, რომ პროექტის ფარგლებში, სოფლების თავზე, დაახლოებით 10 ჰექტარ ფართობზე, მეწყერსაშიშ ზონაში 4200 ხის მოჭრა იგეგმება, რომელიც, თურმე, წითელ ნუსხაში არ არის შეტანილი. ამ რაოდენობის ხის ჭრა, ასეთ ზონაში, თავისთავად, გამოიწვევს სტიქიას. ამასთან, ამ პროქტის ავტორები ვერ გვისაბუთებენ, რა სარგებელს მოიტანს პროექტი იმ ზიანის სანაცვლოდ, რასაც ზემო რაჭას მიაყენებს.

            აღსანიშნავია, რომ ე.წ. საჯარო განხილვაზე, კომპანიამ პროექტის ნორმალური პრეზენტაციაც კი ვერ მოაწყო. გვერდი აუარა ყველა მნიშვნელოვან საკითხს, ხოლო კითხვებზე პასუხისას, კომპანიის დირექტორი და საკონსულტაციო ჯგუფის წარმომადგენელი დასაბუთებული არგუმენტების ნაცვლად, საკუთარ მოსაზრებებს გვაცნობდნენ (ალბათ, არა მგონია, ნაკლებსავარაუდოა და ა.შ.).

ნათელია, რომ პროექტის გარემოზე ზემოქმედების ანგარიში მხოლოდ ფორმალური პროცედურების ჩატარების მიზნით არის შესრულებული. მიგვაჩნია, რომ ამ სახით ჰესის აშენება წერტილს დაუსვამს როგორც სოფლების არსებობას, ასევე ხეობაში ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებას. საფრთხე დაემუქრება როგორც პროექტს, ასევე იქ დასაქმებულ ადამიანებსაც. ფირმა, რომელიც პროექტს ახორციელებს (შპს „ფერი“), არის  ამჟამად დანგრეული, უმოქმედო პროექტების ავტორი. ვგულისხმობთ "დარიალი ჰესსა"  და "ლარსი ჰესს". „დარიალი ჰესის“ შემთხვევაში, ადგილზე მომხდარ ტრაგედიას, ღვარცოფის ჩამოწოლას, მოჰყვა მსხვერპლიც. „ლარსი ჰესი“ კი სამჯერ დაანგრია მოვარდნილმა მეწყერმა. ონის კასკადის განხორციელების შემთხვევაში, მსგავსი სახის ტრაგედია დაემუქრება რაჭასაც და იქ მცხოვრებ ადამიანებსაც. 

საფრთხეების მცირე ჩამონათვალი:

  • მშენებლობის ეტაპზე გაიზრდება ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა ემისიები, ხმაურის და ვიბრაციის გავრცელებით მოსახლეობაზე და ცხოველთა სამყაროზე ნეგატიური ზემოქმედების რისკები;
  •  მშენებლობის ეტაპზე საგულისხმო იქნება მდ. რიონის ხეობის ბიოლოგიურ გარემოზე (ფლორა, ფაუნა) ზემოქმედების რისკები;
  •  მიწის სამუშაოები და გარკვეულ ზოლში ხე-მცენარეული საფარის გასუფთავება (დაახლოებით 10 ჰა. 4200 ხე)  უარყოფითად იმოქმედებს გეოლოგიური გარემოს სტაბილურობაზე, კიდევ უფრო გაიზრდება მეწყერის ჩამოწოლის რისკი;
  •  ასევე, ზემოთ ხსენებული მშენებლობა უარყოფით ზემოქმედებას მოახდენს მდ.რიონის ბუნებრივ ჩამონადენზე. არსებობს  მდინარის წყლის ხარისხის გაუარესების  რისკები, შესართავებიდან ჩამონადენი ღვარცოფების საფრთხე, რაც გამოიწვევს წყლის დაგუბებას და შესაბამისად გამოუსწორებელ შედეგებს.

წლების მანძილზე გაწეული შრომის და დაგროვილი გამოცდილების შედეგად, ჩამოყალიბებულია ზემო რაჭის რეალური პოტენციალის განვითარების ხედვა, რომელიც გამორიცხავს ბუნებაში უხეშ ჩარევას.

             ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე მოგმართავთ, შეწყდეს პროექტის დაფინანსების ყოველგვარი შესაძლებლობის განხილვა, წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ, ზემო რაჭისა და სრულიად საქართველოს მოსახლეობა, იძულებული ვიქნებით, ყველა ღონე ვიხმაროთ სოფლებისა და ხეობის გადასარჩენად. არ დავუშვებთ, სამშენებლო სამუშაოების დაწყებას საპროექტო ტერიტორიაზე.

--

Attn: Government of Georgia

On February 19, 2018, at Oni Municipality City Hall, so-called public discussion of the environment impact evaluation report of the Project “Oni HES Cascade Construction and Operation” was arranged by the Company JSC “Oni Cascade” (so-called because the population learned only on previous day that this arrangement was planned).According to the project, at the River Rioni, over 200 MW capacity HES shall be constructed.

Zemo Racha allocated at the southern slope of the Central Caucasus is seismically active zone. Therefore, the statement by the Company on decrease of the risks was perceived as false and non-professional, as negligent attitude toward business and country. We declare that the process of HES construction will cause irremediable damage to Zemo Racha and not only this region. During the so-called public discussion, it was mentioned that in the framework of the project, over the villages, approximately at 10 ha area, in the landslide zone 4200 trees are planned to be cut, which as it turned out were not introduced into the red list. Cutting down of so many trees in such zone will surely cause the natural calamities. And at the same time, the authors of the project fail to substantiate the benefit, which the project might bring for the damage caused to Zemo Racha.

            It shall be indicated that at the so-called public discussion, the Company fail to arrange normal presentation of the project. The Company neglected all the significant issues, and while answering the questions, the Company Director and the representative of the consultancy group, instead of the substantiated argument, will share their opinions(perhaps, I do not think so, less probably, etc.).

It is clear that the project environment affect report is implemented only with the purpose of implementation of the formal procedures. I think HES construction is this form will end existence of the villages as well as development of tourist infrastructure at the valley. The project will be endangered as well as the employees involved in it. The Company implementing the project – Peri LLCin other cases also cannot provide examples of peaceful completion of the projects.There are lots of the projects implemented by the company, now destructed and non-functional. I mean Dariali HES and Larsi HES. In case of Dariali HES, tragic case incurred, torrent came down and there were victims. Larsi HES was destroyed by the torrent three times. In case of implementation of the project, tragedy might incur with Racha just like in cases of construction of Dariali HES and Larsi HES.

Shortlist of the dangers:

  • At the construction stage, emissions of malicious substances will increase in atmospheric air, negative affect risks on population and wildlife by spreading noise and vibration;
  • At the construction stage, the risks of affect on the River Rioni valley biological environment (flora, fauna);
  • The ground works and cleaning of the floral cover in particular belt (approximately 10 ha 4200 trees)will negatively affect stability of the geological environment, and the risk of landslide will increase even more;
  • Besides, the above mentioned construction will negatively affect the River Rioni natural flow. There are the river water quality deterioration risks, the danger of torrent from outfalls, which will cause water damming and therefore, irreparable outcomes.

As the result of the work implemented for the years and the accumulated experience, Zemo Racha real potential development vision has been developed, excluding harsh interference with the nature.

            Hence, taking into account all the above-mentioned, we refer to you to stop consideration any opportunities of funding of the project, otherwise, we, population of Zemo Racha and entire Georgia will be forced to refer to all the reasonable means in order to save the villages and the valley. We will not allow commencement of the construction works at the project territory.