საკონტაქტო ინფორმაცია
შეწყდეს ყველა პროპაგანდისტული რუსული და პრორუსული  საინფორმაციო მედიასაშუალების მაუწყებლობა საქართველოში!

საჭიროა 1688 ხელმოწერა

8312
10000
ადრესატი:

შეწყდეს ყველა პროპაგანდისტული რუსული და პრორუსული საინფორმაციო მედიასაშუალების მაუწყებლობა საქართველოში!

უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სამხედრო აგრესიის და პუტინის იმპერიალისტური იდეოლოგიის ერთ-ერთი მთავარი ინსტრუმენტი რუსული საინფორმაციო ომის მანქანაა.

წლების მანძილზე საქართველოს ხელისუფლება კონკრეტულ ნაბიჯებს არ დგამდა რუსული დეზინფორმაციული და პროპაგანდისტული კამპანიის წინააღმდეგ. დღეს, უკრაინაში რუსული აგრესიის პირობებში, რუსულ დეზინფორმაციასთან ბრძოლა პირდაპირ უკავშირდება ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას და რეგიონში მშვიდობას.

იმისთვის, რომ არ მოხდეს კრემლის მხრიდან დეზინფორმაციის გავრცელება, საზოგადოებრივ აზრზე კრემლის პროპაგანდის ზემოქმედება და საზოგადოების დემორალიზაცია, დღის წესრიგში დგას საქართველოში მაუწყებლობის მქონე ყველა რუსული და პრორუსული პროპაგანდისტული საინფორმაციო არხის მაუწყებლობის შეჩერება. მივმართავთ კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიას და საქართველოში მოქმედ ყველა ოპერატორს, მაუწყებლობის შესახებ საქართველოს კანონის თანახმად, უზრუნველყოს შესაბამისი არხების ჩახსნა მაუწყებლობიდან.

 

ინიციატორები: ,,სტრატეგია აღმაშენებელი" და ,,რესპუბლიკური პარტია"


სტრატეგია აღმაშენებელი არ არის მხოლოდ ქვეყნის განვითარების გეგმა ან მხოლოდ პარტია. სტრატეგია აღმაშენებელი არის საქართველოს აღმშენებლობის მოძრაობა, რომელიც ახლებურად იაზრებს ჩვენს წარსულს, აწმყოსა და მომავალს.სტრატეგია აღმაშენებელი არის წლების მანძილზე დაგროვებული ცოდნითა და გამოცდილებით შექმნილი საქართველოს განვითარების სტრატეგია, რომლის შექმნაშიც ათობით ქართველი და უცხოელი ექსპერტი მონაწილეობდა. ესაა ქართულ რეალობაზე მორგებული, თანამედროვე განვითარების მოდელი, რომლის ანალოგი არც ერთ სხვა ქართულ პოლიტიკურ პარტიას თუ ჯგუფს დღემდე არ აქვს.სტრატეგია აღმაშენებლის მთავარი ღირებულებაა: ძლიერი ადამიანი, ძლიერი ოჯახი, ძლიერი საქართველო!სტრატეგია აღმაშენებელი არის საზოგადოების გამაერთიანებელი შენებაზე ორიენტირებული ძალა, რომელიც აერთიანებს სხვადასხვა დარგის პროფესიონალებს ისეთ საკითხების გადაწყვეტისთვის როგორიცაა: მართლმსაჯულება და ადამიანის უფლებები, ეკონომიკური პოლიტიკა, სოფლის მეურნეობა, ეკოლოგია, ჯანდაცვა, სოციალური უზრუნველყოფა, განათლება, მეცნიერება, კულტურა, საგარეო პოლიტიკა, კონფლიქტების მოგვარება, რეგიონალური პოლიტიკა, ადგილობრივი თვითმმართველობა, ეროვნული უმცირესობები, უსაფრთხოება, ახალგაზრდობა და სპორტი.

ვრცლად