საჭიროა 4967 ხელმოწერა
ადრესატი:
- საქართველოს მთავრობა
ლუსტრაციის კანონში ცვლილების შეტანა: შსს-ს და სუს-ს ჩამოერთვას კომისიის შექმნის და მეთაურობის უფლება, ეს უფლება გადაეცეს სამოქალაქო საზოგადოებას და არასამთავრობო ორგანიზაციებს, ამ კანონის სასწრაფოდ ამოქმედება
რუსეთის უკრაინაში შეჭრამ კრიტიკულად აუცილებელი გახადა ლუსტრაციის კანონში ცვლილების შეტანა და სასწრაფოდ ამოქმედება საქართველო დაცული, რომ გახდეს რუსეთიდან მომავალი პროვოკაციებისგან.
შსს-ს და სუს-ს ჩამოერთვას უფლება ლუსტრაციის კანონით გათვალისწინებული კომისიის შექმნა, მეთაურობა და ეს უფლება გადაეცეს სამოქალაქო საზოგადოებას არასმათავრებო ორგანიზაციებს და კანონი დაუყოვნებლივ ამოქმედდეს.
ლუსტრაციის კანონის ამოქმედება ერთხელ და სამუდამოდ დაასრულებს საქართველოს პოლიტიკურ სპექტრში ერთმანეთის მიმართ რუსეთის აგენტის ძახილს და გაწმინდავს საქართველოს პოლიტიკურ ველს აგენტებისგან განსაკუთრებით ხელისუფლების ყველა შტოს ვინც არ უნდა მოვიდეს ხელისუფლებაში რაც კრიტიკულად მნიშვნელოვანია, აგრეთვე სახელმწიფოს დააკისრებს ვალდებულებას გახსნას არქივები პასუხისმგებლობა აიღოს წარსულ ისტორიაზე რეპრესირებულ ადამიანებზე მომავალში, რომ არ განმეორდეს ადამიანებზე რეპრესიები და დაცული იყოს ხელისუფლების ყველა შტო აგენტებისგან