საკონტაქტო ინფორმაცია
SOS ! გადავარჩინოთ ბორჯომი, ტყეები და სიცოცხლე !

საჭიროა 747 ხელმოწერა

253
1000
ადრესატი:
  • საქართველოს მთავრობა
  • საქართველოს პარლამენტი

SOS ! გადავარჩინოთ ბორჯომი, ტყეები და სიცოცხლე !

SOS ! გადავარჩინოთ ბორჯომი, ტყეები და სიცოცხლე !

 

მიმდინარე წელსვე შეძენილ იქნას სახანძრო და სამაშველო შვეულმფრენები, ასევე დაუყონებლივ ეთხოვოს თურქეთის რესპუბლიკას სახანძრო ავიაციით დახმარება !

 

თითქმის ერთი კვირაა, საქართველოს მთავრობა და მისი შესაბამისი უწყებები,  ბორჯომის უნიკალურ ტყეებში მძვინვარე მასშტაბური ხანძრის ჩაქრობას ვერ ახერხებს. უკვე მრავალი წელია, მრავალი ტრაგედიის, მსხვერპლისა და ზარალის მომსწრენი ვართ, მხოლოდ და მხოლოდიმის გამო რომ ხელისუფლებამ ვერ „გაიმეტა“ თანხები, თუნდაც თითო–თითო სახანძრო და სამაშველო ვერტმფრენის შესაძენად. ეს მაშინ, როცა მთავრობა, ყოველწლიურად, ბიუჯეტიდან ათობით და ასობით მილიონსაც კი ხარჯავს ძვირადღირებული „სამთავრობო ავტომობილების“ შეძენის, მაღალჩინოსანთა მრავალჯერადი პრემიებისა და მათი კაბინეტების რემონტისათვის.

საკმარისია გავიხსენოთ თუნდაც 2015 წლის „ვერეს ტრაგედია“, 2017 წლის მასშტაბური ხანძარი, ასევე ბორჯომისა და „გუდაურის ტრაგედია“, სულ რამდენიმე კვირის წინ... მხოლოდ ამ სამ უმძიმეს დღესაც კი, ათობით ადამიანის სიცოცხლისა და ასობით ჰექტარი უნიკალური ტყის გადარჩენა იქნებოდა  შესაძლებელი, საქართველოს თუნდაც თითო – თითო სახანძრო ან/და სამაშველო ვერტმფრენი რომ ყოლოდა, ხელისუფლებას კი ოპერატიულ–ადეკვატურად ემოქმედა.

ყოველივე ნათქვამიდან გამომდინარე, სამომავლოდ მსგავსი და კიდევ უფრო მასშტაბური, უმძიმესი მსხვერპლისა და გარემოს მდგომარეობის შემდგომი, უკიდურესი გაუარესების თავიდან ასარიდებლად, ამასთანავე ქვეყნის რეკრეაციული, ტურისტული და ეკონომიკის სხვა დარგების პოტენციალის მილიარდობით ლარით შემცირების თავიდან ასაცილებლად,

ჩვენ, საქართველოს მოქალაქეები მოვითხოვთ:

  1. დაუყონებლივ ეთხოვოს თურქეთის რესპუბლიკას სახანძრო ავიაციით დახმარება, ბორჯომის მუნიციპალიტეტში ხანძრის ოპერატიული ლიკვიდაციისათვის;
  2. მიმდინარე წლის განმავლობაში შეძენილ იქნას სულ მცირე თითო–თითო სახანძრო და სამაშველო ვერტმფრენი.

აღნიშნულისათვის, სახსრების მოსაძიებლად, ვთავაზობთ გადაიდგას შემდეგი ნაბიჯი: მაგალითად, გასხვისდეს   „სამთავრობო ავტომობილები“  და ახალის  შეძენისათვის განკუთვნილი თანხები მოხმარდეს ამ უმნიშვნელოვანეს საქმეს.

დასასრულს, გვინდა აღვნიშნავთ, რომ ჩვენს მოთხოვნებს კიდევ უფრო სასიცოცხლო მნიშვნელობას ანიჭებს ის გარემოება, რომ გლობალური კლიმატური ცვლილებების გათვალისწინებით, სამწუხაროდ, ტყის ხანძრების, წყალდიდობებისა და სხვა ბუნებრივი კატასტროფების სიხშირე შემდგომი წლების განმავლობაში კიდევ და კიდევ უფრო გაიზრდება !

ლაშა ჩხარტიშვილი

ეკოლოგი, გარემოსდამცველი

558 29 69 80, 593 941 942