საჭიროა 49939 ხელმოწერა
ადრესატი:
- საქართველოს პრეზიდენტი
- საქართველოს მთავრობა
- საქართველოს პარლამენტი
დენაციონალიზირებული და გადარჯულებული ქართველების ნაციონალიზაცია და ქართულ ოჯახში დაბრუნება!
პატივცემულო საზოგადოებავ,
ძალიან მნიშვნელოვანია პეტიცია გვინდა სამჯავროზე გამოვიტანოთ და ინიციატივის მხარდამჭერთა ხმები მივაწვდინოთ საქართველოს პრეზიდენტს, მთავრობას და პარლამენტს, რათა მოხდეს სახელმწიფო დონეზე დენაციონალიზირებული და გადარჯულებული ქართველების ნაციონალიზაცია და ქართულ ოჯახში დაბრუნება!
კერძოდ იგულისხმება, მრავალჯერ რუსების, თურქების და ირანელების მიერ განხორციელებული ეთნო წმენდა და გენოციდი ერის დენაციონალიზაციის მეთოდით. მათ მიერ განხორციელებული ვერაგული პოლიტიკის შედეგად მოხდა მრავალჯერ ქართველების გადარჯულება ყველა რეგიონში, აგრეთვე ნაწილი მათი ოკუპაციის ან გადასახლების შედეგად მოექცა საზღვრებს მიღმა!
ადამიანების დაკარგვა, ასეთი მწირი ერისთვის განსაკუთრებით უდიდესი ტრაგედიაა.
ცოდნა ძალაა - ინფორმირებული ხარ - შეიარაღებული ხარ!
დენაციონალიზაციის და გადარჯულების შედეგად, ქართველები: გაარუსეს, გაასომხეს, გააოსეს, გააქურთეს, გააბერძნეს, გაათათრეს, გაათურქეს და გააებრაელეს. მტრის ხედვით, ოღონდ ქართველები არ ყოფილიყვნენ ბრძოლის და პროტესტის უნარიანები და თაობების რჯული შეცვალეს, თავისი ტრადიციებით, კულტურით და რელიგიური აღმსარებლობით!
უდაოდ, როგორც ერი, კარგი და ცუდი ერი არ არსებობს! მაგრამ არსებობენ აგრესიული, ფანატიკური პოლიტიკით ანგაჟირებული პერსონები, რომლისთვისაც მთავარია გავლენა და ფინანსური სიმდიდრე, რომლის გამოც ყველაზე სანუკვარის დათმობა არანაირ ზიანს არ წარმოადგენს!
ამიტომ, ვინაიდან და რადგანაც:
- ყველა ადამიანს გააჩნია უფლება იცოდეს სიმართლე!
- იცოდეს საკუთარი წარმომავლობის სიმართლე!
- იცოდეს საკუთარი წინაპრების ისტორია და ღვაწლი!
- იცოდეს საკუთარი წინაპრების მიწა-წყალი, რომელიც ასევე მისია!
- იცოდეს საკუთარი წინაპრების აღმსარებლობა!
- იცოდეს საკუთარი წინაპრების კულტურა და ტრადიციები!
- იცოდეს საკუთარი წინაპრების დენაციონალიზაციის ისტორია!
- იყოს დაცული პოლიტიკური ინსინუაციების და ეთნო კონფლიქტებისგან!
- იყოს დაცული მისი საგვარეულოს სიგელი სახელმწიფო დონეზე!
- იყოს დაცული მისი ოჯახი, უძრავი-მოძრავი ქონება ოკუპაციისგან!
ყველას მოგეხსენებათ, რომ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია გრძელდება საზღვრების ყველა მხრიდან! სადაც მთავარი მაშანტაჟებელი ფაქტორი სწორედ ჩვენი ხალხია, რომელსაც შეუცვალეს გვარი და რჯული!
საქართველოს მტრების სტრატეგია იმდენად ევრაგულია, რომ ისინი ახდენენ ქართველების დანაწევრებას:
- ეთნიკური ქართველების პოლიტიკური შანტაჟით
- დენაციონალიზირებული ქართველების ხელით
- ქართველების ეროვნული სიმდიდრეებიდან მოპოვებული ფონდით
- და ჩვენივე რესურსებით გვართმევენ ჩვენს ტერიტორიებს
ამიტომ, სასიცოცლოდ მნიშვენლოვანია ამ იდეის გარშემო ერის და ბერის გაერთიანება, ვინაიდან მოვახდინოთ მტრების ეთნო ნაღმების განაღმვა და აღარ მივცეთ ჩვენი ხალხის გადარჯულების და ტერიტორიების ოკუპაციის უფლება. გარდა ამისა, მოვახდინოთ ჩვენი დროებით გაუცხოვებული ხალხის ქართულ ოჯახში დაბრუნება.
ამის გაკეთება არ არის რთული, მთავარია იყოს პოლიტიკური ნება!
შემდეგ, ყველა სახელმწიფო უწყებას, სახელმწიფო არქივთან, იუსტიციის სახლთან ერთად შეუძლიათ იმუშაონ საკითხე, მიანიჭონ გარკვეული პრივილეგიები გახიზნულ ოჯახებს, დაუბრუნოთ მათ თავისი მიწა წყალი ან მოახდინონ კომპენსაცია.
უამრავი ადამიანი ფიქრობს დაბრუნებას და ფიქრის დონეზე რჩება, ვინაიდან მათ არ იციან თავისი ჭეშმარიტი ქართული წარმომავლობის შესახებ და როგორც სხვა ნაციის ადამიანს ეშინიათ დაბრუნების, ფიქრობენ, რომ ეთნო კონფლიქტების გაღვივების რისკი კვლავ რჩება!
თუ ჩვენ გვსურს, რომ მოვახდინოთ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის დაცვა მშვიდობიანად, ეს არის პირველი რაც უნდა გაკეთდეს, საზოაგდოების ინფორმირება როგორც საქართველოში, აგრეთვე საზღვრებს გარეთ, შემუშავდეს ქართული გვარების ნაციონალური დოკუმენტი, სადაც იქნება აღნიშნული დენაციონალიზირებული გვარები, ოჯახები, რეგიონების, ქალაქების, დაბების და სოფლების მიხედვით. აღიწერება ძველი სიებით თითოეული ოჯახის წარმომავლობა, გამოიცემა წიგნი, განთავსება საიტებზე და სოციალურ ქსელში და ეს მოახდენს სწორედ აგრეთვე მრავალი შავბნელი ზრახვებით შეპყრობილ ადამიანებს და დაჯგუფებებს, რათა ვერ მოახდინოთ ეთნო კონფლიქტები, ხალხის დაშინება, გაძევება და მათი ქონების მიტაცება, რისი ფაქტები იყო 90 წლებში და რისკები იყო 2008 წელს, კიდევ 1 კვირაც რომ გაგრძელებულიყო რუსეთთან კონფლიქტი, შიდა მსხვერპლი იქნებოდა კიდევ უფრო მეტი და უამრავი ოჯახი დაკარგავდა თავის სახლკარს, მოუწევდა შიშის გამო ქვეყნის დატოვება.
რთული თემაა და უფრო რთულია პრობლემების და რისკების ლაკონურად წარმოდგენა.
ვისაც გაქვთ ეჭვი, ან/და სურვილი საკუთარი წარმომავლობის დადგენის, გთხოვთ დაუჭიროთ მხარი ჩვენს პეტიციას და თუ გეჩქარებათ, შესაძლებელია ცალკეულადაც მიმართოთ სახ.არქივს, ისინი დაგეხმარებიან წარმოადგინოთ ყველა უტყუარი დოკუმენტი, რომელიც დაიცავს თქვენს უფლებებს და თქვენი შთამომავლების! ვისაც მიგაჩნიათ, რომ ადამიანების და ტერიტორიების დაკარგვა უნდა შეჩერდეს და დაკარგულები უნდა დავიბრუნოთ, გთხოვთ დაუჭიროთ მხარი პეტიციას!
წინასწარ გიხდით ყველა მხარდამჭერს დიდ მადლობას!
დავიბრუნოთ ჩვენი ძმანი და დანი, მხოლოდ ასე დავიბრუნებთ ტერიტორიებს და აღვკვეცავთ მტრების მიერ დაგეგმილ მორიგ პოლიტიკურ კრიზიხს, ეთნო კონფლიქტებს და ოკუპაციას!
წარმატებას გისურვებთ ყველას!