საკონტაქტო ინფორმაცია
გამოცხადდეს ქალაქში საგანგებო მდგომარეობა!

საჭიროა 3072 ხელმოწერა

1928
5000
ადრესატი:
  • საქართველოს პრეზიდენტი
  • საქართველოს მთავრობა

გამოცხადდეს ქალაქში საგანგებო მდგომარეობა!

 რამდენიმე წუთის წინ მოხდა ტრაგიკული შემთხვევა ვეფხვმა დაგლიჯა 2 ადამიანი, ერთი მამაკაცი მიყენებული ჭრილობებისგან გარდაიცვალა.  ეს საზარელი ფაქტი მოყვარეალობის დამალვასა და ტყუილს. გასაგებია რომ პანიკა არ უნდა შეიქმნას მაგრამ ეს არ ამართლებს საქცილს რომ მოსახლეობას რეალობა დაუმალეს.ხალხმა უნდა იცოდეს რა საფრთხე ელის და რისგან დაიცვას თავი!

გავრცელებული ინფორმაციით კიდევ ეძებენ რამდენიმე მტაცებელ ცხოველს!

მოვითხოვთ გამოცხადდეს საგანგდებო მდგომარეოაბა სანამ არ დასტაბილურდება სიტუაცია და არ იპოვნიან ყველა ცხოველს, სანამ მოქალაქეების გადადგილება ქალაქში არ იქნება უსაფრთხო!

 "საგანგებო მდგომარეობის შესახებ" საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად, "საგანგებო მდგომარეობა არის დროებითი ღონისძიება, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ცხადდება საქართველოს მოქალაქეთა უსაფრთხოების უზრუნველყოფის ინტერესებისათვის… სტიქიურ უბედურებათა, ან სხვა შემთხვევებში... საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების მიზანია ვითარების უსწრაფესი ნორმალიზაცია, კანონიერებისა და მართლწესრიგის აღდგენა" 

მეტი რაღა უნდა მოხდეს?! რატომ არიდებს თავს ხელისუფლება საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას?