საკონტაქტო ინფორმაცია
საქართველოს პარლამენტის ადგილსამყოფელია ქალაქი ქუთაისი (მუხლი 48-1)

საჭიროა 29964 ხელმოწერა

36
30000
ადრესატი:
  • საქართველოს პარლამენტი

საქართველოს პარლამენტის ადგილსამყოფელია ქალაქი ქუთაისი (მუხლი 48-1)

რატომ უნდა დარჩეს პარლამენტი ქუთაისში?

1. ქუთაისი არის საქართველოს მეორე ქალაქი, რომელმაც სსრკ დაშლის შემდეგ დაკარგა ძირითადი (სამრეწველო) ფუნქცია და მას შემდეგ ქალაქი ეკონომიკურ დეპრესიაშია. პარლამენტის განთავსება ქუთაისში ხელს შეუწყობს ქუთაისის სტატუსის ამაღლებას;

2. პარლამენტი თბილისისთვის ზედმეტი ტვირთია. თბილისის, როგორც დედაქალაქის  სტატუსი ისედაც დადგენილია კონსტიტუციით - იქ განთავსებულია პრეზიდენტის და მთავრობის რეზიდენციები, სახელმწიფო დაწესებულებების 99%. პარლამენტის გადატანა ქუთაისში ერთგვარად ხელს შეუწყობს თბილისის განტვირთვას საცობებისგან.

3. ზოგადად ქვეყნის სივრცითი მოწყობის პრობლემაა, რომ ყველაფერი თავმოყრილია დედაქალაქში (რომელიც იმავდროულად არაა ქვეყნის გეოგრაფიული ცენტრი). თბილისში ცხოვრობს საქართველოს მოსახლეობის 40% (შედარებისთვის: ვილნიუსში - 18%, მინსკში - 17%, კოპენჰაგენში - 10%, ბრიუსელში - 9%). ნორმალურ ქვეყნებში, როგორც საჯარო ისე კერძო დაწესებულებები გადანაწილებულია ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე.

4. საქართველო ისტორიულად და გეოგრაფიულად შედგება 2 (დასავლეთ და აღმოსავლეთ) ნაწილისგან. ქუთაისი ყოველთვის (ძვ. წ. II ათასწლეულიდან XIX საკუნემდე) იყო დასავლეთ საქართველოს დედაქალაქი და პოლიტიკური თვალსაზრისით სწორი იქნება მისი განსაკუთრებული სტატუსის აღიარება კონსტიტუციით. 

კონტრარგუმენტები:

მანანა კობახიძე: "ქუთაისში წყალი არ მოდის წესივრად";

ეკა ბესელია: "დეპუტატები ხალხთან ახლოს უნდა იყვნენ და არა ქუთაისში".