საკონტაქტო ინფორმაცია
აღიძრას სისხლის სამართლის საქმე

დასრულებული

118
100
ადრესატი:
  • სურსათის უვნებლობის სააგენტო
  • სახელმწიფო აუდიტის სამსახური
  • საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური
  • საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო
  • საქართველოს მთავრობა
  • საქართველოს პარლამენტი
  • საქართველოს პრეზიდენტი
  • საქართველოს პროკურატურა
  • საქართველოს სახალხო დამცველი

აღიძრას სისხლის სამართლის საქმე

ცხოველთა უფლებადამცველები და  ცხოველთამოყვარულები ვითხოვთ მიუსაფარი შინაური ცხოველების მართვის კახეთის ინტერმუნიციპალური სააგენტოს და მისი დირექტორის - თეიმურაზ ზავრაშვილის კანონსაწინააღმდეგო ქმედებების გამოძიებას და თეიმურაზ ზავრაშვილის კანონის წინაშე წარდგენას.

თეიმურაზ ზავრაშვილის წინააღმდეგ აღძრულია სისხლის სამართლის საქმეები, რეგ. №01/13-22948, №01/13-29077 და №01/13-84171. საქმის პროკურორია გურჯაანის პროკურატურის პროკურორი, თეიმურაზ ზავრაშვილის ოჯახის წევრი, მისი რძალი - თინათინ ზუბაშვილი.

ა.წ. 27 მარტს დახმარების თხოვნით მივმართეთ კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულს და 6, 14 და 15 მარტს საქართველოს პარლამენტის მოქმედ დეპუტატს კახი კახიშვილს, თუმცა  უშედეგოდ.

საკითხი ეხება მიუსაფარი შინაური ცხოველების მართვის კახეთის ინტერმუნიციპალური სააგენტოს და მისი დირექტორის - თეიმურაზ ზავრაშვილის მიერ:

  1. მიუსაფარი შინაური ცხოველების განსაკუთრებული სისასტიკით მოკვლის ფაქტებს (სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლი);
  2. სააგენტოს შიდა პერიმეტრზე უგზო-უკვლოდ გამქრალ მიუსაფარ, მიკედლებულ და პატრონიან ცხოველებს (სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლი);
  3. სააგენტოს ტერიტორიაზე აღმოჩენილ კუსტარულ, სასროლო-საინექციო ხელსაწყოს (სისხლის სამრთლის კოდექსის 259-ე მუხლი);
  4. სააგენტოს ტერიტორიაზე აღმოჩენილ და ქ. თბილისში გენერალურ პროკურატურაში ჩაბარებულ ცხოველების მკვლელობების აღწერილობებიან ,,ბლოკნოტს“ (სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლი);
  5. სააგენტოს ტერიტორიაზე კუსტარული კრემატორიუმი ფუნქციონირებს გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით გათვალისწინებული შესაბამისი გადაწყვეტილების გარეშე (სს გარემოსაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი 2023 წლის 18 დეკემბერი DES 524 00001431, ოქმი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 79, 57 მუხლები; ნარჩენების მართვის კოდექსის 36, 42, 43 მუხლები);
  6. საქართვლოში მოქმედი ცოფის მართვის კანონის, დებულების და პროტოკოლის უხეშ დარღვევას (1997 წლის 28 იანვარი, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება №70; საქართველოს მთავრობის დადგენილება №116, 2023 წლის 20 მარტი; საქართველოს მთავრობის დადგენილება №551, 2018 წლის 16 ნოემბერი და სხვ.);
  7. გურჯაანის რაიონული თვითმმართველობის საკრებულოს დადგენილების უხეშ დარღვევებს (2021 წლის 24 ნოემბრის 14 დადგენილება);
  8. სააგენტოში, მიუსაფარი შინაური ბინადარი ცხოველების მოვლა-პატრონობის, სანიტარული პირობების უხეშ დარღვევებს, მათ შორის სააგენტოს დაფუძნებიდან დღემდე გაუხარჯავ მხოლოდ ერთი სახეობის და ზრდასრული ასაკის ცხოველის კვებას (გურჯაანის საკრებულოს 2021 წლის 24 ნოემბრის №14 დადგენილება, სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლი) ;
  9. გაუმტკივარების/სანარკოზე საშუალებების გარეშე მიუსაფარი ცხოველების მხოლოდ რელაქსანტებით კასტრაცია-სტერილიზაციას (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლი);
  10. არაკვალიფიციური/არაუფლებამოსილი პირების მიერ ვეტერინარ-ქირურგიული ოპერაციების ჩატარებას, მათ შორის ცხოველების დაჩონჩხებულ-დაუძლურებულ მდგომარეობაში;
  11. სამსახურეობრივი უფლება-მოვალეობების შესრულებისას ალკოჰოლური თრობა (საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ერთობლივი ბრძანება №1017/01-52/ნ, 2013 წლის 31 დეკემბერი);
  12. გურჯაანის სოფლებში მელაანში და ჩალაუბანში მიუსაფარი ცხოველების მიმართ სიძულვილის ენის პროპაგანდას, პანიკის დათესვას და საკუთრების უფლების უხეში დარღვევებით, მოსახლეობის კერძო საკუთრებებიდან ცხოველების იძულებით ჩამორთმევას და მათზე უარის თქმის ხელწერილების დაწერის მოთხოვნას (1996 წლის 25 დეკემბერი, საქართველოს კანონი ცხოველთა სამყაროს შესახებ; გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №33, 2022 წლის 4 თებერვალი);
  13. ცოფის მართვის რეგულაციებთან დაკავშირებით სურსათის უვნებლობის სააგენტოს რეგლამენტის და საერთაშორისო გაიდლაინების უხეშ დარღვევებს;

2021 წლის 24 ნოემბრის №14 დადგენილებით მიუსაფარი შინაური ცხოველების მართვის კახეთის ინტერმუნიციპალური სააგენტოს სრული კონტროლი და ზედამხედველება აკისრია გურჯაანის საკრებულოს.

მიუსაფარი შინაური ცხოველების მართვის კახეთის ინტერმუნიციპალური სააგენტო ს/ნ: 427742213 დაარსებულია 2021 წლის 22 ივლისს კახეთის რვა რაიონის თვითმმართველი მუნიციპალიტეტის (ყვარლის, სიღნაღის, საგარეჯოს, ლაგოდეხის, თელავის, დედოფლისწყაროს, გურჯაანის, ახმეტის) მერის მიერ.

შესაბამისად, ზავრაშვილის კანონსაწინააღმდეგო ქმედებებზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება, როგორც გურჯაანის საკრებულოს და სურსათის უვნებლობის სააგენტოს, ასევე კახეთის რეგიონის რვავე თვითმმართველი ერთეულის მერს, რომლებმაც 2022 წელს  მიუსაფარი შინაური ცხოველების მართვის კახეთის ინტერმუნიციპალური სააგენტოს ერთპიროვნული მართვით გადასცეს თეიმურაზ ზავრაშვილს.

ყოველივედან გამომდინარე, წერილზე ხელის მომწერნი ვითხოვთ თეიმურაზ ზავრაშვილის და ყველა პასუხისმგებელი, საქმესთან შემხებლობაში მყოფი პირის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრას, უკვე არსებული საქმეების გაერთიანებას, მიუსაფარი შინაური ცხოველების მართვის კახეთის ინტერმუნიციპალური სააგენტოს კომპეტენტური სპეციალისტების მიერ შემოწმებას და კანონის უზენაესობას.