საჭიროა 2482 ხელმოწერა
18
2500
ადრესატი:
- განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
ვაპროტესტებთ ''სახელმწიფო სტიპენდიის'' გაცემის წესში ახლადგანხორციელებულ ცვლილებებს.
'სახელმწიფო სტიპენდიის '' გაცემის წესის ცვლილების თანახმად გაუქმებულ იქნა უმნიშვნელოვანესი საკონკურსო კრიტერიუმი - სამეცნიერო სტატია. ნაცვლად იმისა, რომ შესაბამისი ორგანოები ხელს უწყობდნენ სტუდენტებში მეცნიერების პოპულარიზაციას, იღებენ გადაწყვეტილებებს, რომლებიც ახალგაზრდებს უკლავს კვლევითი საქმიანობის მოტივაციას.
სტიპენდიის გაცემის ერთ-ერთი კრიტერიუმი სპორტულ აქტივობებში მონაწილეობა გახდა. დამატებითი საკონკურსო ქულის მოსაპოვებლად სტუდენტს ზემოხსენებულ აქტივობაში მხოლოდ ''მონაწილეობა'' სჭირდება. შესაბამისად თუ იგი მონაწილეობას მიიღებს ჭადრაკის ჩემპიონატში, რომელსაც პირველივე ტურში გამოეთიშება - დამატებით ქულას მაინც მოიპოვებს. ვფიქრობ აღნიშნული მაგალითი ნათლად გვიჩვენებს ამ გადაწყვეტილების სამართლიანობას.
შესაძლოა იმ უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის, რომელთათვის სამეცნიერო საქმიანობა მეათე ხარისხოვანია, ეს ცვლილება არ იყოს გულსატკენი, თუმცა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტისთვის, რომლისთვისაც სამეცნიერო კვლევა ესოდენ პრიორიტეულია - ორმაგად მტკივნეულია. სამწუხაროა, რომ მეცნიერების დაფასების ნაცვლად მისი გაფერმკრთალებისა და გაუფასურების მცდელობებს ვადევნებთ თვალს