საჭიროა 67 ხელმოწერა
ადრესატი:
- საქართველოს მთავრობა
- შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
არა დისკრიმინაციას! ყველა ადამიანი თანასწორია! გადადგეს გამყრელიძე!
საქართველოს პრემიერ მინისტრს,
საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარეს
ბატონ ირაკლი ღარიბაშვილს
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის,
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს
ქალბატონ ეკატერინე ტიკარაძეს
არასამთავრობო ორგანიზაციების ერთობლივი მიმართვა
ბატონო ირაკლი,
ქალბატონო ეკატერინე,
საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის 1 პუნქტის და გაეროს ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის მე-2 მუხლის თანახმად - დაცულია თითოეული ადამიანის უფლებები და თავისუფლებები და აკრძალულია ამა თუ იმ ნიშნით (პოლიტიკური, რასისტული, რელიგიური, სოციალური თუ სხვა ნიშნით) ადამიანის დისკრიმინაცია და ადამიანის ამა თუ იმ უფლების შეზღუდვა!
2021 წლის 228 აპრილს NCDC ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ გააკეთა განცხადება, რომ მომავალ კვირას საკოორდინაციო საბჭოზე შემოვა ინიციატივით და მოხდება განხილვა, რომ იმ მოქალაქეებს, ვისაც ექნება გაკეთებული ვაქცინის 2 დოზა - მათთვის შემსუბუქდება შეზღუდვები და იგივე კომენდანტის საათი მათთვის მოიხსნება. ეს არის დისკრიმინაცია და დაუშვებელია მოქალაქეთა გარჩევა აქვს თუ არა მას გაკეთებული ვაქცინა და შემდეგ კი, შეზღუდვების მოხსნა გარკვეული კატეგორიის მოქალაქეთათვის!
ჩვენ, ქვემოთ ხელმომწერი არასამთავრობო ორგანიზაციები მოგიწოდებთ:
- დაუყოვნებლივ მოიხადოს საჯარო ბოდიში ამირან გამყრელიძემ ამ დისკრიმინაციული განცხადების გამო;
- დაუყოვნებლივ დატოვოს ამირან გამყრელიძემ დაკავებული თანამდებობა (NCDC ხელმძღვანელი);
- დაუყოვნებლივ მოხდეს მისი გარიცხვა საკოორდინაციო საბჭოდან!
ჩვენთვის მიუღებელია ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევა, დისკრიმინაცია და მოქალაქეთა დაყოფა ამა თუ იმ კატეგორიებად!
იმისათვის, რომ არ მოხდეს ასეთი დისკრიმინაცია მოქალაქეების და არ გაგრძელდეს შეზღუდვები, მოგიწოდებთ აწარმოეთ პირდაპირი მოლაპარაკება WHO-ს მიერ ავტორიზებულ და მაღალი ხარისხის ვაქცინის pFizer-ის მწარმოებელთან პირდაპირი მოლაპარაკებები და დროულად ჩამოიტანეთ საკმარისი დოზა, რითიც აიცრება მოსახლეობა უშიშრად და სწრაფი ტემპებით.
- ყველა ადამიანი თანასწორია!
- არა დისკრიმინაციას!
- დაუყოვნებლივ გადადგეს ამირან გამყრელიძე!
პატივისცემით,
„ახალგაზრდა თაობა“ |
/__________________________/ |
/დ.დონერიანი/ |
„მონიტორინგის ცენტრი - საზოგადოება“ |
/__________________________/ |
/ე.კერესელიძე/ |
„ახალი ძალა საქართველოსთვის“ |
/__________________________/ |
/ლ.შველიძე/ |
"თავისუფალი ხმა" |
/__________________________/ |
/ნ.კურტანიძე/ |
29 / აპრილი / 2021 წელი