საკონტაქტო ინფორმაცია
გაუქმდეს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული გადასახადები მინიმუმ 3 თვით!

საჭიროა 49894 ხელმოწერა

106
50000
ადრესატი:
  • საქართველოს პარლამენტი
  • საქართველოს მთავრობა

გაუქმდეს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული გადასახადები მინიმუმ 3 თვით!

კორონა ვირუსის (COVID-19)-ის გავრცელების საფრთხის დაძლევის მიზნით ქვეყანაში გაგრძელდა პრევენციული ღონისძიებები (რაც ძალიან მნიშვნელოვანია), თუმცა ამ ღონისძიებებს გადასახადის გადამხდელთა შემოსავლები მინიმუმამდე დაჰყავთ:

-  მნიშვნელოვნად უფასურდება ეროვნული ვალუტა 
-  იმატებს პროდუქციის ფასები
-  მნიშვნელოვნად იკლებს თითქმის ყველა სახის ახალი ხელშეკრულების დადება
-  დაიხურა არაერთი ობიექტი
-  მცირდება როგორც ანაზღაურების ოდენობა ასევე  სამუშაო ადგილები.
-  ყოველდღიური მოხმარების (ძირითადად საკვები პროდუქტების) გარდა, სხვა სფეროებში მნიშვნელოვნად შემცირებულია ვაჭრობა.

მოსალოდნელი მძიმე ეკონომიკური და სოციალური პრობლემების თავიდან ასარიდებლად, სამუშაო ადგილების შენარჩუნებისა და ბიზნესის ხელშეწყობის მიზნით,  წინამდებარე პეტიციით მივმართავთ საქართველოს მთავრობას და ვთხოვთ, მიღებულ იქნას გადაწყვეტილება, რომლითაც სიტუაციის დასტაბილურებამდე მეწარმეებისა და ფიზიკურ პირებისათვის დროებით (მინიმუმ 3 თვის ვადით) გაუქმდება საგადახადო  კოდექსით გათვალისწინებული გადასახადების დაკისრება და ბიუჯეტის წინაშე ანგარიშსწორების ვალდებულება.