საჭიროა 4870 ხელმოწერა
ადრესატი:
- თბილისის მერია
- კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო
- საქართველოს მთავრობა
- საქართველოს პარლამენტი
- საქართველოს პრეზიდენტი
ნოდარ მგალობლიშვილის მიერ განსახიერებული ჰაკი აძბას ძეგლი, როგორც ქართულ-აფხაზური ურთიერთობის ოდა
ქართული თეატრისა და კინოს მსახიობის, საქართველოს სახალხო არტისტის და სხვა მრავალი ქართული თუ უცხოური ჯილდოს მფლობელის, საზოგადო მოღვაწისა და ღირსეული ადამიანის - ნოდარ მგალობლიშვილის შემოქმედებითი ბიოგრაფია 150-მდე თეატრისა და კინოროლს მოიცავს. მის სახელთანაა დაკავშირებული ,,მარჯანიშვილელებთან“ ერთად რუსთავის თეატრის დაარსება. მარჯანიშვილის თეატრში კი მან ეპოქალური მნიშვნელობის როლები განასახიერა. განსაკუთრებული როლი შეიტანა უკრაინულ, რუსულ კინოში. მის მიერ შესრულებული გრაფი კალიოსტრო ფილმში ,,სიყვარულის ფორმულა“ ლეგენდად იქცა.
მის მიერ შესრულებულ როლებში განსაკუთრებული ადგილი უკავია ჰაკის გმირს თემურ ჩხეიძის მიერ დადგმულ სპექტაკლში ,,ჰაკი აძბა“. მარჯანიშვილის თეატრში განხორციელებული ლეო ქიაჩელის ნაწარმოები ,,ჰაკი აძბა"აფხაზურ-ქართულ ურთიერთობის ერთგვარ ოდად იქცა. ნოდარ მგალობლიშვილის მიერ განსახიერებული აფხაზი ძუძუმტის თავგანწირული, ღირსეული ჰაკის სახე შეიძლება გახდეს გენიალური მსახიობის ძეგლის შექმნის მთავარი ინსპირაცია. აღნიშნული იდეის განხორციელება, მნიშვნელოვანი იქნება არამხოლოდ არტისტის სახელის უკვდავსაყოფად, არამედ იქცევა ქართულ-აფხაზური ურთიერთობის მარადიულ ძეგლად.