საჭიროა 4868 ხელმოწერა
132
5000
ადრესატი:
- ფინანსთა სამინისტრო
გადადგეს ,,ბღუჯა" მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი
მოგიწოდებთ დატოვოთ დაკავებული თანამდებობა. ჩვენი მოწოდება და მოთხოვნა განაპირობა თქვენმა რამდენიმე წლიანმა მუშაობამ ეკონომიკის და ფინანსთა სამინისტროებში. მიგვაჩნია რომ,ამ ხნის განმავლობაში თქვენს თანამდებობებზე მუშაობას ქვეყნისთვის და მისი ეკონომიკისთვის წარმატება არ მოუტანია,რაც გამოისახება ციფრებში,ასევე მთავრობის და პარლამენტის უმრავლესობის წევრებთან ერთად ხართ პასუხისმგებელი იმ 10 პუნქტიან დამანგრეველ გეგმაზე, რომელმაც უკვე აზარალა ჩვენი თანამოქალაქეები. თქვენ ხართ ქვეყნის მთავარი ფინანსისტი,ამიტომ თავად ხართ პასუხისმგებელი იმ ეკონომიკურ და სოციალურ პრობლემებზე,რომლის წინაშეც დღეს ჩვენი ქვეყანა დგას. ხელმოწერით ვადასტურებთ, რომ ვუერთდებით პეტიციას და მოგიწოდებთ დატოვოთ დაკავებული თანამდებობა!!