საჭიროა 473 ხელმოწერა
ადრესატი:
- მარნეულის მერია
- მარნეულის მუნიციპალიტეტის მერია
- მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულო
მარნეულის მუნიციპალიტეტში დაწესდეს "მარნეულის დასუფთავების დღე"
ყველანი კარგად ვიცით, რომ მარნეულის მუნიციპალიტეტში გარემო ძალიან დაბინძურებულია და მოსახლეობას გარემოსდაცვითი ცნობიერება ძალიან დაბალია.
მარნეულის მუნიციპალიტეტში ეკოლოგიური მდგომარეობა რომ გაუმჯობესდეს, საჭიროა ძირეული ნაბიჯები გადავდგათ და ჩვენი სამოქალაქო პასუხისმგებლობის წილი შევიტანოთ ამ პრობლემის გადაჭრაში.
ამ მიზნის მისაღწევად, საინიციატივო ჯგუფი "მწვანე აზროვნება" გვინდა შევიტანოთ მარნეულის მერიაში საბიუჯეტო წინადადება და მოვითხოვოთ მუნიციპალურ დონეზე დაწესდეს "მარნეულის დასუფთავების დღე" და ყოველ წელს, სექტემბრის თვის ყოველ მესამე კვირას აღინიშნებოდეს "მარნეულის დასუფთავების დღე ".
"მარნეულის დასუფთავების დღე" ანალოგი იქნება " მსოფლიო დასუფთავების დღის" , სადაც ქალაქ მარნეულიდან და მის სოფლებიდან პირები დარეგისტრირდებიან მარნეულის დასუფთავების დღის ლიდერებად და თავის გუნდთან ერთად დასუფთავების აქციებს ჩაატარებენ.
გთხოვთ, მარნეულის მერია ჩვენი ინიციატივა რომ მიიღოს, ხელი მოაწეროთ პეტიციას და ერთად გავაუმჯობესოთ მარნეულის მუნიციპალიტეტში ეკოლოგიური მდგომარეობა.