საკონტაქტო ინფორმაცია
კუმისის და ბაზალეთის ტბები საფრთხეშია

საჭიროა 719 ხელმოწერა

281
1000
ადრესატი:
  • საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო

კუმისის და ბაზალეთის ტბები საფრთხეშია

საქართველოს გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს,

 

ბოლო წლებში კუმისის და ბაზალეთის ტბებში გარკვეული მიზეზების გამო, წყლის დონემ საგრძნობლად დაიკლო. შედეგად დავდექით იმ საფრთხის წინაშე, რომ ეს ტბები თავისი მდიდარი ბიომრავალფეროვნებით შესაძლოა, გაქრეს. ამ საფრთხის გამომწვევი მიზეზია ტბებში შემდინარე წყლების შემცირება, რომელიც გარკვეული ანთროპოლოგიური ჩარევების შედეგია.

კუმისის და ბაზალეთის ტბები მნიშვნელოვანი ტერიტორიებია, როგორც ათობით სხვადასხვა სახეობის წყალმცურავი არსებებისათვის, ასევე გარშემო მყოფი ფრინველებისა და ცხოველებისთვის. ეს ტბები დიდ გავლენას ახდენენ ლოკალურ ეკოსისტემაზე. მაგალითად, კუმისის ტბა გლობალურად კრიტიკულად შემცირებული თეთრთავა იხვის გამოსაზამთრებელი ადგილია.

ტბების არსებობა კრიტიკულად მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ენდემური ბუნების შესანარჩუნებლად, აგრეთვე ადგილობრივი მოსახლეობისთვის, რადგან მათი გამოყენება ხდება, როგორც ტურისტული, ასევე სამეურნეო მიზნებისთვის.

 

თხოვთ, ოფიციალურად გამოიკვლიოკუმისის და ბაზალეთის ტბებში წყლის დონის შემცირების გამომწვევი მიზეზები, განახორციელოთ ამ პრობლემის გადაჭრის ღონისძიებები, რათა თავი ავარიდოთ ლოკალურ ეკოლოგიურ კატასტროფა და დავიცვათ ადგილობრივი მოსახლეობის კეთილდღეობა

 

 

საქართველოს გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს

 

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური გაერთიანება.