დასრულებული
ადრესატი:
- საქართველოს პარლამენტი
Novruz Bayramı Rəsmi Bayram olsun / ნოვრუზ ბაირამი ოფიციალური დღესასწაული იყოს
Gürcüstan etnik rəngarəngliyi ilə seçilir və bu bizim ölkəmizin zənginliyidir. Uzun illərdir ki, Gürcüstanda bu ölkənin etnik azlıqlarını Gürcüstanın tam vətəndaşı kimi hiss etdirən inteqrasiya siyasəti həyata keçirilməyib. Gürcüstanda yaşayan müxtəlif etnik azlıqların nümayəndələri Gürcüstanı öz vətənləri hesab edirlər, lakin ölkənin siyasi və ya mədəni həyatında iştirakı demək olar ki, görünmür.
Hesab edirəm ki, xalqları biri birinə bağlayan və yaxınlaşdıran onların mədəniyyətidir. Bu birliyi qeyd etmək üçün mükəmməl nümunə UNESCO-ya qeyri-maddi mədəni irs siyahısına daxil edilən Novruz bayramıdır. Gürcüstanda Novruzun qeyd edilməsi ənənəsi əsrlərdən başlayır. Bunu parlaq gürcü poeması “Pələng dərisi deyinmiş pəhləvan” sübut edir. Novruzun milli bayram elan edilməsi Gürcüstanda yaşayan müxtəlif etnik qrupların dostluğunun möhkəmlənməsində, mədəni və sosial əlaqələrin güclənməsində mühüm rol oynayacaqdır. Dövlət tərəfindən bu qərarın verilməsi ölkəmizin çoxmədəniyyətli keçmişinin və bu gününün tanınmasına və gələcəkdə gücləndirilməsinə yönəlmiş mühüm bir siyasi mesaj olacaqdır.
საქართველო გამოირჩევა ეთნიკური მრავალფეროვნებით და ეს არის ჩვენი ქვეყნის სიმდიდრე. მრავალი წლის განმავლობაში საქართველოში ვერ განხორციელდა ისეთი ინტეგრაციული პოლიტიკა, რაც ამ ქვეყნის ეთნიკური უმცირესობებს თავს აგრძნობინებდა საქართველოს სრულუფლებიან მოქალაქეებად. საქართველოში მცხოვრები სხვადასხვა ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლები საქართველოს საკუთარ სამშობლოდ თვლიან, მაგრამ მათი მონაწილეობა ქვეყნის პოლიტიკურ თუ კულტურულ ცხოვრებაში თითქმის შეუმჩნეველია.
მიგვაჩნია, რომ სწორედ კულტურა აკავშირებს და აერთიანებს საზოგადოებას. ამ ერთიანობის აღსანიშნად შესანიშნავი მაგალითია ნოვრუზის დღესასწაული, რომელიც შეტანილია იუნესკოს მიერ არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის წარმომადგენლობით სიაში. ნოვრუზის აღნიშვნის ტრადიცია საქართველოში საუკუნეებს ითვლის. ამას მოწმობს ბრწყინვალე ქართული პოემა „ვეფხისტაყაოსანიც“. ნოვრუზის ეროვნულ დღესასწაულად გამოცხადება მნიშვნელოვან როლს ითამაშებს საქართველოში მცხოვრები სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფების მეგობრობის განმტკიცებაში, კულტურული და სოციალური კავშირების გაძლიერებაში. სახელმწიფოს მიერ ამ გადაწყვეტილების მიღება, იქნება ჩვენი ქვეყნის მულტიკულტურალური წარსულის და აწმყოს აღიარებისკენ და სამომავლოდ მისი განმტკიცებისკენ მიმართული მნიშვნელოვანი პოლიტიკური გზავნილი.