საჭიროა 9573 ხელმოწერა
ადრესატი:
- თსუ-ს ადმინისტრაცია
- საქართველოს პარლამენტი
- საქართველოს მთავრობა
ივანე ჯავახიშვილის სახლეობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულების მიმართვა
უნივერსიტეტის რექტორს, ვლადიმერ პაპავას, კანცლერს, დავით ჩომახიძეს, აკადემიური და წარმომადგენლობითი საბჭოს წევრებს, გავეცანით 2014 წლის 29 დეკემბერს, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას - თსუ-ს დროშისა და გერბის (წარწერით - „ტფილისის უნივერსიტეტი“) თაობაზე. ჩვენი აზრით, ეს უმნიშვნელოვანესი საკითხი საჭიროებს ფართო საზოგადოებრიობის მაღალ ჩართულობასა და დისკუსიებს. უნივერსიტეტის პირველი გერბი და დროშა უნდა შეესაბამებოდეს თანამედროვეობას. აქედან გამომდინარე, ვფიქრობთ, სადავოა სიმბოლიკაზე აღნიშნული წარწერა - „ტფილისის უნივერსიტეტი“. ასევე მართებულად მიგვაჩნია, სახელწოდების მიმანიშნებელი წარწერის შემთხვევაში, გერბზე დატანილ იქნას უნივერსიტეტის დამფუძნებლის, ივანე ჯავახიშვილის სახელი და, ტფილისის ნაცვლად, დაიწეროს საქართველოს დედაქალაქის ამჟამინდელი სახელწოდება - თბილისი. იმედს ვიტოვებთ, გაითვალისწინებთ ჩვენს თხოვნას!