საკონტაქტო ინფორმაცია
ცალკე აღირიცხოს მოქალაქის მხრიდან არჩევნების ბოიკოტი და შეფასდეს - როგორც მოქალაქეობრივი პოზიცია!

საჭიროა 88 ხელმოწერა

12
100
ადრესატი:
  • საქართველოს პარლამენტი
  • საქართველოს მთავრობა
  • საქართველოს პრეზიდენტი

ცალკე აღირიცხოს მოქალაქის მხრიდან არჩევნების ბოიკოტი და შეფასდეს - როგორც მოქალაქეობრივი პოზიცია!

მთავრობა, მედია, არასამთავრობოები, ცნობადი სახეები ყოველ არჩევნებზე მოსახლეობაზე ზეწოლას ახდენენ არჩევნებში მონაწილეობისკენ მოწოდების მხრივ.

პარალელურად ხდება გარიყვა იმ ხალხისა, ვინც არჩევნებზე პრინციპულად არ მიდის - თითქოსდა ეს მათი კონსტიტუციური უფლება არ იყოს.

თითქოსდა პარტიული მუშაკების მიერ სხვადასხვა სხდომების ბოიკოტირება მოქალაქეობრივი პოზიციაა და ჩვეულებრივ ხალხს ამგვარი ბოიკოტის შნო არა აქვს.

არადა სავსებით ბუნებრივია, რომ კეთილსინდისიერ მოქალაქეთა დიდი ნაწილისათვის ღირსებაშემლახავია ამ რეკლამის, ფულის, არაკვალიფიციური ცნობადი სახეების და  შეუმოწმებელი დაპირებების შეჯიბრში მონაწილეობის მიღება.

ზოგადად არჩევნების ბოიკოტის ზნეობრივი პოზიცია (არჩევნებზე არმისვლა) განსხვავდება არჩევნების სუბიექტების ბოიკოტირებისგან („მიდი მაინც და ყველა გადახაზე, რომ ხმა არ დაკარგო“). 

არჩევნებისადმი უნდობლობა მოსახლეობის დიდი (თუ არა - უდიდესი) ნაწილის მხრიდან ფაქტია, მაგრამ პარტიული (ამ დრომოჭმული სტრუქტურის დიქტატორული) მმართველობა შეგნებულად არ ახდენს ამ ბოიკოტის ობიექტივაციას.

არჩევნებზე არმისული ხალხი თითქოსდა არ არსებობს, მას არავინ ეკითხება თუნდაც იმ მიზეზებს, თუ რატომ არ/ვერ მივიდა არჩევნებზე. მოვა შემდეგი არჩევნები და რეკლამა და  დაპირებების ჩიჩინი თავისას იზამს - რაღაც მინიმუმი კვლავ ლოიალური იქნება პარტიული არჩევნებისადმი.

ამიტომ მოვითხოვთ, რომ იმ მოქალაქეებს, რომლებიც თავიანთი მოქალაქეობრივი პოზიციის გამო ამბობენ უარს არჩევნებზე (და არა - სიზარმაცის, ავადმყოფობის, სხვაგან ყოფნის და ა.შ. გამო) მიეცეთ შესაძლებლობა, მკაფიოდ დააფიქსირონ თავიანთი ეს პოზიცია - საარჩევნო უბნებში ცალკე ადგილზე და ელექტრონულად, ან სხვა რომელიმე მეთოდით, რომლის შემუშავება სირთულეს არ წარმოადგენს.

პარტიულო ხელმძღვანელობავ! ეს თქვენი პირდაპირი ვალია - თქვენს მოქალაქეებზე და მათი გამოხატვის უფლებებზე ზრუნვა! 

დამატებით გთავაზობთ წინა არჩევნების ნამდვილ შედეგებს:

მერის არჩევნები:

არჩევნებზე არმისულები - 44.35%
კახი კალაძე - 22.68%
ალეკო ელისაშვილი - 7.76%
ზაალ უდუმაშვილი - 7.33%
ელენე ხოშტარია - 3.13%
ირმა ნადირაძე - 1.33%

პარტიები:

არჩევნებზე არმისულები - 44.35%
ქართული ოცნება - 23.51%
ნაციონალური მოძრაობა - 7.82%
ევროპული საქართველო - 4.08%
პატრიოტთა ალიანსი - 2.49%
ლეიბორისტული პარტია - 1.73%

ასე, რომ წინა არჩევნებში კვლავ გაიმარჯვა ამ არჩევნების ბოიკოტის პარტიამ!


თამაზ გაბისონია (1962) თბილისელი ეთნომუსიკოლოგია, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი. გარდა სპეციალობისა (ქართული და მსოფლიო ხალხური მუსიკა, ქართული საეკლესიო საგალობელი და მსოფლიო რელიგიური მუსიკა), აქტიურად ინტერესდება საზოგადოებრივი პრობლემატიკით. მისი განსაკუთრებული ინტერესის საგნებია: ეთიკური ურთიერთობები, რელიგია და საზოგადოება, ხელოვნება, არაპარტიული მართვის საკითხები, არჩევნების არსებული სისტემისადმი პროტესტი პოლიტპარტიული კომპონენტის შესუსტების მიზნით და ა.შ. 

ვრცლად