საკონტაქტო ინფორმაცია
latest post

საჭიროა 998 ხელმოწერა

2
1000
# სახელი გვარი ქვეყანა ქალაქი თარიღი
2 ირინა დანელია საქართველო თბილისი 20 ივნისი, 2025
1 თამთა ჩაკვეტაძე საქართველო ქუთაისი 08 ივნისი, 2025

პეტიცია: ქუთაისში ნარჩენების მართვის გაუმჯობესების მოთხოვნით   ჩვენ, ქვემოთ ხელმომწერი მოქალაქეები და ქუთაისელი საინიციატივო ჯგუფის წევრები, გამოვთქვამთ უკმაყოფილებას ქალაქში არსებული ნარჩენების მართვის არასათანადო მდგომარეობის გამო.   ქალაქის სხვადასხვა უბანში ნარჩენების ურნები რეგულარულად გადავსებულია, რაც იწვევს მძაფრ უსიამოვნო სუნს, ანტისანიტარიას და მოქალაქეთა ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველ გარემოს. აღნიშნული მდგომარეობა მნიშვნელოვნად აუარესებს ცხოვრების ხარისხს და საჭიროებს დაუყოვნებლივ რეაგირებას.   პეტიციით მოვითხოვთ:   ნარჩენების ურნების დაცლა მოხდეს ყოველდღიურად და დროულად; ქალაქის ტერიტორიაზე განთავსდეს დამატებითი ურნები, განსაკუთრებით გადატვირთულ უბნებში; „ააიპ მუნიციპალურ სერვისებს“ დაემატოს სათანადო რაოდენობის ნაგავმზიდი სატვირთოები, რათა უზრუნველყოს სისტემატური და ეფექტური დასუფთავება;     ვაცხადებთ, რომ ქალაქის სისუფთავე და მოსახლეობის ჯანმრთელობა პრიორიტეტად უნდა იქცეს ადგილობრივი ხელისუფლებისთვის.   გთხოვთ, ხელი მოაწეროთ პეტიციას და მხარი დაუჭიროთ ჩვენი ქალაქის სუფთა, ჯანსაღ და მოწესრიგებულ გარემოში ცხოვრებას.   პატივისცემით, ერთად სუფთა ქუთაისისთვის ქალაქ ქუთაისი  08.06.2025

ვრცლად