საკონტაქტო ინფორმაცია
მოვითხოვთ ბანკებისგან აპლიკაციებს Windows Phone _ის მომხმარებლებისთვის

საჭიროა 9889 ხელმოწერა

111
10000
ადრესატი:
  • ქართული ბანკები

მოვითხოვთ ბანკებისგან აპლიკაციებს Windows Phone _ის მომხმარებლებისთვის

მივმართავთ ღია წერილით იმ ქართულ ბანკებს, რომლებიც საკუთარ სერვისებში მომხმარებლებს მობილურ აპლიკაციებსაც სთავაზობენ: „საქართველოში სმარტფონების მომხმარებელთა რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება. ამ მდგომარეობაში თქვენი, როგორც ბანკის მოვალეობაა საკუთარ კლიენტამდე სერვისი ყველაზე მოსახერხებელი გზით მიიტანოთ- რაც უკვე ნაწილობრივ მართლაც მოხერხდა- თქვენი მობილური აპლიკაციები უკვე ხელმისაწვდომია Android-სა და iOS-ზე, ზოგ შემთხვევაში ეს BlackBerry-ზეც განხორციელდა. ასეთ დროს მომხმარებლებს აღარ უწევთ თქვენი სერვისების გამოყენებისას საბანკო რიგებში ჩადგომა ან სხვა სირთულეების გადატანა, რითაც იზოგება ამ კლიენტების ძვირფასი დროც და ენრეგიაც. როგორც ზემოთ უკვე აღვნიშნეთ, მოსახერხებელი სერვისის საბოლოო მომხმარებლამდე მიწოდება მხოლოდ ნაწილობრივ განხორციელდა. რატომ ნაწილობრივ? იმიტომ რომ თქვენ არ ან ვერ ითვალისწინებთ თქვენი პოტენციური 50 000 Windows Phone-მომხმარებლის ინტერესებს. აღსანიშნავია, რომ 50 000 ეს მხოლოდ Facebook-ის მეშვეობით მოპოვებული სტატისტიკაა რომელიც ზუსტი ვერ იქნება. რეალურად, ეს რიცხვი გაცილებით დიდია. ნამდვილად არაა სასიამოვნო, როდესაც მომხმარებელთა ინტერესების გათვალისწინება მათი სიმრავლისდა მიხედვით ხდება. ასევე ბევრი ვერაფერი იქნება მიღწეული, თუ კომპანია ყველა კვლევას და შედეგებს არაფრად აგდებს და უპირატესობას მსგავსი გადაწყვეტილებებისას მხოლოდ საკუთარ გემოვნებას ანიჭებს. უკვე საკმაო დრო გავიდა და ამ პლატფორმამ საქართველოში ძალიან კარგი შედეგი აჩვენა- Windows Phone-ის მომხმარებლები ქუჩებში სულ უფრო ხშირად გვხვდებიან. ეს რაც შეეხება პლატფორმის აქტუალურობასა და პოპულარობას. შესაძლოა ბანკის დეველოპერებს გაუჩნდეთ ბუნებრივი კითხვა Windows Phone-ზე აპლიკაციის წერის სირთულეებთან დაკავშირებით- ამ შემთხვევაში რესურსი „მაიკროსოფტ ინფო“ დეველოპერებს შესაბამის საინფორმაციო დახმარებას სთავაზობს, რომელიც მათ ყველა კითხვაზე ამომწურავი პასუხების მოძიებას და მიწოდებას ითვალისწინებს. გისურვებთ წარმატებებს და ვიმედოვნებთ, რომ უახლოეს მომავალში, უფრო სწორად ძალიან მალე თქვენი ბანკების საუკეთესო სერვისებს ჩვენ უკვე Windows Phone-ის პლატფორმაზეც ვიხილავთ.“