საჭიროა 99999 ხელმოწერა
1
100000
ადრესატი:
- საქართველოს მთავრობა
- საქართველოს პარლამენტი
საჯარო მოხელეების მიზნობრივი (ნარკოდამოკიდებულების) მონიტორინგის დამოუკიდებელი სამსახური.
საჯარო მოხელეების მიზნობრივი (ნარკოდამოკიდებულების) მონიტორინგის დამოუკიდებელი სამსახური.
- შეიქმნას დამოუკიდებელი (მცირე შტატიანი) სტრუქტურა რომელიც დაექვემდებარება უშუალოდ საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ან საქართველოს პარლამენტს;
- საჯარო მოსამსახურეთა ერთიანი ბაზიდან, შემთხვევითი ელექტრონული შერჩევის პრინციპით მოხდეს ნარკოტიკული ნივთიერების მოხმარებაზე პირთა გადამოწმება. წლის განმავლობაში გადასამოწმებელ საჯარო მოხელეთა საერთო ციფრი არ უნდა აღემატებოდეს ერთიანი რაოდენობის 0,1% რაც დაახლოებით სამასს შეადგენს;
- ელექტრონული სისტემის მიერ შემთხვევით გამოვლენილი საჯარო მოხელე ვალდებულია დაუყოვნებლივ ჩააბაროს ანალიზები და გაიაროს სათანადო პროცედურები, უარის თქმის შემთხვევაში დაფიქსირდება სათანადო აქტში ზემოხსენებული ფაქტი, რაც მიიჩნევა ფაქტობრივ დადებით პასუხად ნარკოტიკული თრობის მიმართებით. დადებითი პასუხის შემთხვევაში მონაცემები გადაეგზავნოს პირის უშუალო ხელმძღვანელობას და შესაბამის საგამოძიებო სამსახურს;
- იმ შემთხვევაში, თუ გადამოწმებული საჯარო მოხელეს არ დაუდგინდა ნარკოტიკული (აგრეთვე ალკოჰოლური) ნივთიერების მოხმარება, გადამოწმებიდან სამი წლის ვადით ელექტრონული პროგრამა არააქტიურს ხდის მის მონაცემებს და ის აღარ მონაწილეობს გადასამოწმებელ პირთა შემთხვევითი შერჩევის პროცესში;
- ზემოხსენებული ორგანიზაცია არ ახორციელებს ოპერატიული ინფორმაციის მოპოვებას; არ რეაგირებს მიზნობრივ ინფორმაციაზე, განცხადებაზე და სასიგნალო ინფორმაციაზე. ასეთის მიღების შემთხვევაში მხოლოდ წერილობით ინფორმაციას გადასცემს შესაბამის უწყებას/სამსახურს რეაგირებისთვის და ამით ამოიწურება მისი უფლებამოსილება;
- სამსახურმა აწარმოოს ყოველწლიური სტატისტიკა და გამოაქვეყნოს მონაცემები ყოველი წლის 15 იანვარს სადაც მითითებული იქნება საერთო ციფრი გადამოწმებულ პირთა და გამოვლენილ პირთა (პერსონალური მონაცემების, დაკავებული თანამდებობის და სხვა ინფორმაციის ჩვენების გარეშე), აგრეთვე გამოქვეყნებული იქნას სამინისტრო რომლის წარმომადგენელიც იყო ზემოხსენებული/გამოვლენილი პირი.
ჩვენი წარმოდგენით ზემოხსენებული პროექტის დანერგვის შემთხვევაში გაიზრდება საჯარო მოხელეების მიმართ ნდობა; განხორციელდება პრევენციული ზომა, რათა დიდ წილად გამოირიცხოს საჯარო სამსახურში დასაქმებულ პირთა ნარკოდამოკიდებულება.
გიორგი მკურნალიძე
2025 წლის 6 იანვარი.