საჭიროა 994 ხელმოწერა
ადრესატი:
- საქართველოს მთავრობა
- თბილისის მერია
აღადგინეთ მოძრაობა რუსთაველის გამზირზე
ვთვლი, რომ გამოხატვის თავისუფლება ძალიან მნიშვნელოვანი ღირებულებაა და ცხადია, ყველა ადამიანს თავისულფად უნდა შეეძლოს საკუთარი პროტესტის დაფიქსირება. ასევე სოლიდარობას ვუცხადებ ზაზა სარალიძეს და ვუერთდები ხოარავას საქმეზე სიმართლის დადგენის მოთხოპვნას. თუმცა:
ქალაქში ისედაც დიდი რაოდენობის ტრანსპორტი მოძრაობს და გადაადგილების პრობლემაა. რუსთაველის გადაკეტვა ყოველთვის იწვევს მთელ ქალაქში მოძრაობის პარალიზებას.
მესმის და თანავუგრძნობ ადამიანებს, რომელთაც სამართლიანობის მიღწევა უნდათ, მაგრამ ქუჩის გადაკეტვა პრობლემას უქმნის ქალაქის სხვა მაცხოვრებლებს და ეს ვერანაირად ვერ დააჩქარებს სიმართლის დადგენას ვერცერთ საქმეზე.
ქუჩის გადაკეტვა გასაგები იქნებოდა პროტესტის მონაწილეთა რაოდენობის გამო, მაგრამ კარვების დასადგამად სხვა ქალაქის მცხოვრებთა ინტერესების იგნორირება გაუმართლებელია, როცა ამ კარვების დადგმა და პროტესტის დაფიქსირება შეიძლება იმგვარად, რომ ხელი არ შეეშალოს სხვა ადამიანებს. ამ დრომდე ეს კარვები იდგა პარლამენტის წინ და არავის პრობლემა არ შექმნია და არც მათი გამოხატვის თავისუფლება დაზიანებულა.
მოგმართავთ დასაქმებულების, სტუდენტების, მშობლების, მასწავლებლების, პენსიონერთა სახელით, რომელთაც ჭირდებათ რომ წავიდნენ სამსახურებში, სკოლებში, უნივერსიტეტებში, შვილები წაიყვანონ საბავშვო ბაღებში, სამედიცინო დახმარების პუნქტებში და არ შეექმნათ პრობლემები.
გთხოვთ გაითვალისწინოთ ქალაქში მცხოვრები ასობით ათასი ადამიანის ინტერესები და უზრუნველყოთ რუსთაველის სავალი ნაწილის აღდგენა.