საკონტაქტო ინფორმაცია
შეგვიჩერდეს კანდიდატის სტატუსი

საჭიროა 9997 ხელმოწერა

3
10000
ადრესატი:
  • საქართველოს მთავრობა
  • საქართველოს პარლამენტი
  • საქართველოს პრეზიდენტი

შეგვიჩერდეს კანდიდატის სტატუსი

2024 წელს ქართველმა ხალხმა განვაცხადეთ, რომ ავირჩიეთ მშვიდობა. მრავალი მცდელობის და რევოლუციური სცენარების მიუხედავად, ნოემბერში და დეკემბერში არასამთავრობოების და ოპოზიციური პარტიების ჯგუფმა ვერ შეძლო ქვეყანაში არეულობის შექმნა. მათი წარუმატებლობის მიუხედავად, ქვეყნის არევის მცდელობები არ წყდება - გუშინ შენიღბულმა რადიკალებმა ჩირაღდნებით რევოლუცია დაანონსეს. ეს ყველაფერი ევროკავშირიდან და რადიკალი ევროპარლამენტარებისგანაა წახალისებული - ისინი გვაშანტაჟებენ, რომ ხან უვიზო მიმოსვლას შეგვიწყვეტენ, ხან კიდევ რაღაცას გაგვიუქმებენ. 

საქართველოს მთავრობამ ბევრი გააკეთა ჩვენი ქვეყნის ევროპასთან დაახლოებისთვის, თუმცა ამ პროცესის მსვლელობისას, ნელ-ნელა თვითონ ევროპაც შეიცვალა და შეიცვალა ჩვენს მიმართ მათი დამოკიდებულებაც. თუკი ადრე ჩვენ რეგიონში მოწინავე ერად გვაღიარებდნენ, ახლა გვემუქრებიან და ცდილობენ, უვიზო რეჟიმით და კანდიდატის სტატუსით აიძულონ ჩვენი არჩეული ხელისუფლება, რომ ოპოზიციის პროვოკაციებს წამოეგოს. 

ჩვენს ქვეყანასთან შანტაჟის ენით საუბარი მიუღებელია. მიგვაჩნია, რომ თუკი ევროპა აპირებს ჩვენი შანტაჟის გაგრძელებას, ჩვენ თვითონ უნდა ვთქვათ უარი კანდიდატის სტატუსზე და უვიზო რეჟიმზე. არ უნდა მივცდეთ საშუალება უცხო ძალებს, ჩვენს ქვეყანაში მშვიდობა ჩამოშალონ. თუკი საკითხი ასე დგას - უვიზო რეჟიმი და კანდიდატის სტატუსი, თუ ომი და ჩვენი შვილების ომში გაწვევა, ჩვენ ვირჩევთ მშვიდობას. არცერთ ქვეყანასთან არანაირი რეჟიმი არ ღირს მშვიდობის ფასი. 

შესაბამისად, მივმართავთ საქართველოს ხელისუფლებას, თავიდან აირიდოს დასავლეთის შანტაჟი და პროვოკაცია და თვითონვე უარი თქვას კანდიდატის სტატუსზე ასეთი პირობებით. ასევე, მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, გადახედოს ევროპასთან უვიზო რეჟიმს. ჩვენი ქვეყნის მშვიდობა - უპირველეს ყოფლისა!