საკონტაქტო ინფორმაცია
დედაქალაქში შენობა/ნაგებობების სიმაღლის ზღვრული ჭერის დაწესების შესახებ

საჭიროა 299991 ხელმოწერა

9
300000
ადრესატი:
  • საქართველოს პარლამენტი
  • საქართველოს მთავრობა
  • თბილისის საკრებულო
  • თბილისის მერია

დედაქალაქში შენობა/ნაგებობების სიმაღლის ზღვრული ჭერის დაწესების შესახებ

დედაქალაქში შენობა/ნაგებობების სიმაღლის ზღვრული ჭერის დაწესება

მოცემულობა:
დედაქალაქში ათწლეულობის განმავლობაში წარმოებულმა უსისტემო მშენებლობამ ურბანული სხეულის დაზიანება-დამახინჯება გამოიწვია, რამაც გააუარესა ეკოლოგიური ვითარება.
ჰორიზონტალურის ნაცვლად ვერტიკალურად და არაჰანმორიულად განვითარებული დედაქალაქი იქცა ეკოლოგიური კატასტროფის ზონად (სამწუხაროდ თბილისი ევროპაში ყველაზე დაბინძურებული ატმოსფერული ჰაერის მაჩვენებლით ლიდერობს) საავტომობილო საცობებით, ჭარბი პოპულაციის კონცენტრირებით მიკრო ზონებში, ქალაქის ვენტილაციის დონის შემცირებით და მწვანე ზონების დაბალი მაჩვენებლებით განვითარებული ქვეყნების სტანდარტებთან მიმართებით ანტი რეკორდებს ამყარებს.
მაღლივი კორპუსების ავარიის, ხანძრის და სხვა ტიპის კატასტროფების დროს ერთი-ორად ძნელდენა ევაკუაციის, სამაშველო ოპერაციის და ავარია/კატასტროფის შედეგების ლიკვიდაცია.
საქართველო ზომიერი აქტივობის სეისმურ ზონას მიეკუთვნება და როგორც ქვეყანაში, აგრეთვე სამეზობლოში დაფიქსირებულია დამანგრეველი ხასიათის ტექტონიკური ძვრები.

წინადადება:
დაწესდეს ზღვრული ჭერის კრიტერიუმი, კერძოდ აიკრძალოს გრუნტის ზედაპირიდან 20 მეტრი სიმაღლეზე მაღალი შენობა-ნაგებობის მშენებლობა.
(გამონაკლისი დაიშვას მხოლოდ შეზღუდულ და ცალკეულ გამონაკლის შემთხვევაში, კერძოდ ეს შემთხვევებია: სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ობიექტის, ბიზნეს, საწარმოო და საფინანსოს მნიშვნელობის ობიექტის მშენებლობა, მაგრამ არა "საძილე" შენობების და კვარტლების მშენებლობა)


წარმოდგენილი პროექტის უპირატესობები:
• გაუმჯობესდება ეკოლოგიური ვითარება;
• საავტომობილო მოძრაობა მნიშვნელოვნად განიტვირთება და მოხდება პოპულაციის გადანაწილება;
• სამუშაო ადგილები დედაქალაქში დიდწილად გაიზრდება ვერტიკალური განვითარების ნაცვლად ბუნებრივი და ჰარმონიული ჰორიზონტალური განვითარების გამო;
• სხვადასხვა ტიპის ავარიების, კატასტროფების და ეპიდემიების შემთხვევაში, როგორც პრევენციული, აგრეთვე სალიკვიდაციო ღონისძიებების განხორციელება ბევრად გამარტივდება;
• მოიმატებს, მწვანე და ღია სპორტული ზონების რაოდენობა;
• დედაქალაქის მაცხოვრებლების სიცოცხლის ხარისხი გაუმჯობესდება და ხანგრძლივობა გაიზრდება. 

 

(დამატებით შეიქმნას დედაქალაქის მუიციპალიტეტთან არსებული საზოგადოებრივ კონტროლზე დაფუძნებული მიზნობრივი მუნიციპალური ფონდი, რომელშიც ყოველ წლიურად გადაირიცხება მუნიციპალური შემოსავლების 0,5%  და აკუმულირებული თანხა მიმართული იქნება ავარიული მაღლივი კორპუსების მფლობელთაგან გამოსასყიდად და მათი ჩანაცვლება მოხდება საჭიროების შესაბამისად: რეკრაციული ზონებით, საზოგადოებრივი სივრცეებით, ან საგზაო-საინჟინრო ნაგებობებით)

                                                                                         გიორგი მკურნალიძე                                                                                                                                                                                               ლუკა მკურნალიძე                                                                                                                                                                                                                 2021 წლის 28 დეკემბერი