საჭიროა 831 ხელმოწერა
ადრესატი:
- საქართველოს მთავრობა
დაუყონებლივ შეუერთდეს საქართველო რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს
ჩვენ ძალიან შეშფოთებულნი ვართ საქართველოს პრემიერ-მინისტრის დღევანდელი განცხადების გამო, სადაც აღნიშნა რომ ის არ შეუერთდება რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს.
უნდა ავღნიშნოთ რომ ეს განცხადება რომელიც საბჭოთა ოკუპაციიდან 101 წლის თავზე გააკეთა არის ძალიან სამარცხვინო, მითუმეტეს თუ გავიხსენებთ 2008 წელს საქართველოში ჩამოსულ უკრაინის პრეზიდენტს საქართველოსთვის თანაგომის გამოსახატავად. ეს ყველაფერი აზიანებს ორი ქვეყნის დიპლომატიურ ურთიერთობას და შეურაცხყოფს ქვეყნის პრინციპებს.
1993 წელს, დღეს როდესაც სოხუმი დაეცა უკრაინამ ხალხის დასახმარებლად 17 ვერტმფრენი გამოგვიგზავნა და შეძლო 8000 -მდე ქართველის უსაბრთხოდ გადაყვანა მაშინ როცა ბ. ირაკლი ღარიბაშვილი სიჩუმეს არჩევს რაც სრულიად სამარცხვინო და აბსურდულია ქართველი ერისათვის.
შეგახსენებთ რომ მოვითხოვთ სანქციები დაუწესოთ იმ ქვეყანას რომელსაც ჩვენი ქვეყნის 20% -ი ოკუპირებული აქვს.
1. საქართველოს კონსტიტუციის პირველ მუხლს - აფხაზეთი და სამაჩაბლო არის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები (ი.ღარიბაშვილის ეს განცხადება პირდაპირ ნიშნავს აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის "აღიარებას");
2. საქართველოს კანონის ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ - მუხლი 1, 2 - გაწერილია საქართველოს ტერიტორიები, რომლებიც არის ოკუპირებული რუსეთის ფედერაციის მიერ;
3. საქართველოს კანონი - თავისუფლების ქარტია - მუხლი 1;
4. უკრაინის კონსტიტუციის 133 მუხლი - სადაც გაწერილია უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა (დონეცკი, ლუგანსკი და ყირიმი - უკრაინაა).
მოცემულ განცხადებას ემიჯნება ქართველი ერი და მოვითხოვთ რომ დაუყონებლივ დაწესდეს სანქციები რუსეთის მიმართ და მოცემული განცხადების გაკეთებისათვის ბოდიში მოუხადოს ქართველ და უკრაინელ ერს.
/ლუკა შველიძე/ ,,ახალი ძალა საქართველოსთვის/ _________
/დ. დონერიანი/ ,,ახალგაზრდა თაობა''_________
/ე. კერესელიძე/ ,,მონიტორინგის ცენტრი''__________
/ჯ.კვარაცხელია/ ,,ახალგაზრდა ინტელექტუალთა გაერთიანება-ლაზარე''__________
/ი.კიკიანი/ ,,ამერიკის მხარდამჭერთა ლიგა''__________
/ნ.კურტანიძე/ ,,თავისუფალი ხმა"____________
/მ.მინდიაშვილი/საინიციატივო ჯგუფი ,,ხალხის ხმა"____________