საჭიროა 98994 ხელმოწერა
ადრესატი:
- საქართველოს მთავრობა
- საქართველოს პარლამენტი
- საქართველოს პრეზიდენტი
პეტიცია საქართველოს კონსტიტუციიდან ევროინტეგრაციის აუცილებლობის დებულებების გამორიცხვის შესახებ
მე, საქართველოს მოქალაქე, ჩემი პოლიტიკური სიმპათიების მიუხედავად, მხარს ვუჭერ ქვეყნის კონსტიტუციის 78-ე მუხლიდან ევროპის კავშირში საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველყოფის აუცილებლობის შესახებ დებულების გამოირიცხვის მოთხოვნას.
დასავლეთის ქვეყნები მრავალი წლის განმავლობაში ხელს უშლის საქართველოს მთავრობის ევროპის კავშირში გაწევრიანების ძალისხმევას.
ევროპის კავშირის მოთხოვნა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მისაღებად 12 პირობის შესრულების აუცილებლობის შესახებ 2022 წელს მისი მოლდოვასა და უკრაინისთვის მინიჭების ფონზე არის უსამართლო გადაწყვეტილება, რომელიც მხოლოდ აძლიერებს პოლიტიკურ და სოციალურ პოლარიზაციას ქართულ საზოგადოებაში და შეურაცხყოფს საქართველოს თოთოეული მოქალაქის ღირსებას.
ევროსტრუქტურებისა და ცალკეული პოლიტიკოსების საქმიანობა, რომელიც მიმართულია საქართველოს ხელისუფლებისა და მოსახლეობის გამიჯვნვაზე, მათი ღია ჩარევა რესპუბლიკის შიდა პოლიტიკურ პროცესებში შეუთავსებელია ევროპის კავშირის დემოკრატიულ პრინციპებთან ქმედებების გახსნილობასა და გამჭვირვალობის შესახებ.
ამასთან დაკავშირებით, მხარს ვუჭერ მოთხოვნას ჩვენი ქვეყნის კონსტიტუციიდან საქართველოს ევროპის კავშირში ინტეგრაციის აუცილებლობის გამორიცხვას და მოვუწოდებ საქართველოს პრეზიდენტს, მთავრობასა და პარლამენტის წევრებს, დაუყოვნებლივ მიმართონ საკონსტიტუციო სასამართლოს ამ საკითხის განსახილველად.