საჭიროა 4658 ხელმოწერა
ადრესატი:
- საქართველოს მთავრობა
პეტიცია ამერიკული სამხედრო ბაზების საქართველოში განთავსების შესახებ
პოლიტიკური კლუბი „თავთავი“ აფასებს რა პოლიტიკურ სიტუაციას საქართველოში და მის გარშემო, თვლის რომ დღეის მდგომარეობით რეალური საფრთხე ემუქრება არა მარტო ქვეყნის ჩრდილოატლანტიკურ მისწრაფებას, არამედ მის რეალურ დამოუკიდებლობასაც.
სულ უფრო ცხადი ხდება რუსეთის სურვილი ყველანაირი საშუალებით შეიყვანოს საქართველო ე.წ. ექვსის პლათფორმაში ( რუსეთი, თურქეთი, ირანი, სომხეთი აზერბაიჯანი) , რაც მას საშუალებას მისცემს უკვე ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე განახორციელოს ეფექტური კონტროლი და სხვადასხვა მიზეზით (ერთობლივი სამხედრო წვრთნები, შეიარაღებული ძალების როტაცია სომხეთში და ა.შ.) შემოიყვანოს და გადაადგილოს თავისი საჯარისო ფორმირებები საქართველოში.
საყურადღებოა რუსეთის ფედერაციის საგარეო დაზვერვის სამსახურის დირექტორის სერგეი ნარიშკინის უკანასკნელი განცხადებაც, სადაც იგი უწონებს საქართველოს მოქმედ ხელისუფლებას დისტანცირების პოლიტიკას ნატოსა და ევროკავშირთან და არაორაზროვნად სთავაზობს რუსეთთან უფრო მჭიდრო თანამშრომლობას.
ყოველივე ზემოთ ნათქვამიდან გამომდინარე მიგვაჩნია, რომ მოცემულ სიტუაციაში ქვეყნის უსაფრთხოებისა და დამოუკიდებლობის ერთადერთი რეალური გარანტი შეიძლება გახდეს უმოკლეს ვადაში, აშშ-ს სამხედრო ბაზის გახსნა საქართველოში. დასაწყისისთვის თუნდაც ერთი ბრიგადის გადმოსროლა ვაზიანის ავიაბაზაზე.
საქართველო, დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან, აშშ - ს ერთგული პარტნიორია კავკასიის რთულ და სტრატეგიულ რეგიონში. ამაზე მეტყველებს თუნდაც ნატოს მისიებში ყველაზე დიდი კონტრიბუცია ნატოს არაწევრ ქვეყნებს შორის, სადაც ქართველი სამხედროები ერთგულებითა და ღირსებით, მაღალ პროფესიულ დონეზე ასრულებენ თავის მოვალეობას.
ბოლო მოვლენებმა, რომელებიც ვითარდება რუსეთ-უკრაინის საზღვარზე, ცალსახად დაგვარწმუნა რომ საქრთველოს და მთლიანად რეგიონის უსაფრთხოებისა და სტაბილურობისთვის საჭიროა აშშ ს აქტიური ყოფნა და მონაწილეობა ჩვენს ქვეყანაში. ვფიქრობთ, ეს შედის ამერიკის სტრატეგიულ ინტერესებშიც.
პოლიტიკური კლუბი „თავთავი“ დარწმუნებულია, რომ ახმოვანებს საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის გულწრფელ სურვილს.
აღნიშნული მიმართვა ხელმოსაწერად დაეგზავნება საქართველოში მოქმედ ყველა პოლიტიკურ სუბიექტს და მთელს არასამთავრობო სექტორს.