საჭიროა 99929 ხელმოწერა
ადრესატი:
- საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი
მეტი სადისკუსიო სივრცე მოქალაქეთა მონაწილეობით
საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდს და მენეჯმენტს:
ქვეყანაში განვითარებული პოლიტიკური კრიზისი საფრთხეს უქმნის სახელმწიფოს არა მარტო ეკონომიკურ-პოლიტიკურ განვითარებას არამედ უსაფრთხოებასაც.
სამოქალაქო პროტესტი მაშინ იღებს აგრესიულ ფორმას, როდესაც არ არის აკადემიური დისკუსიების პირდაპირ ეთერში გამართვის შესაძლებლობა.
მაგალითისთვის საკმარისია მხოლოდ ევრო კომისიის აპარატის სამუშაო დოკუმენტი:
ამონარიდი საქართველოს 2024 წლის ანგარიშიდან — 2024 წლის კომუნიკაცია ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკის შესახებ
დემოკრატია:
დემოკრატიული ინსტიტუტების ფუნქციონირებაზე გავლენა იქონია:
1. ღრმა პოლიტიკურმა პოლარიზაციამ,
2. ეფექტური პარტიული თანამშრომლობის ნაკლებობამ
3. შეზღუდული საპარლამენტო ზედამხედველობამ.
4. ძალიან შეზღუდული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების (სსო) მონაწილეობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში.
5. დაფიქსირდა მკაცრი კანონმდებლობის მიღება სამოქალაქო საზოგადოებისა და მედია ორგანიზაციების მიმართ, რომლებიც იღებენ უცხოურ დაფინანსებას,
6. მუდმივი მტრული რიტორიკა და მზარდი დაშინება, მუქარა და ფიზიკური თავდასხმა სამოქალაქო საზოგადოების, ოპოზიციონერი პოლიტიკოსებისა და ჟურნალისტების მიმართ.
7. მმართველმა პარტიამ გამოთქვა განზრახვა აკრძალოს ოპოზიციური პარტიების უმეტესობა, თუ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ საკონსტიტუციო უმრავლესობას მოიპოვებს.
მოცემული საკითხებიდან არც ერთი არ განხილულა საჯაროდ, პირდაპირ ეთერში მოქალაქეთა მონაწილეობით.
ამ დროს, საზოგადოებრივი მაუწყებელი ფინანსდება 120 მილიონი ლარით ყოველწლიურად და მაგალითად, დღის განმავლობაში უშვებს ექვს ტელესერიალს, რომლებსაც არანაირი ღირებულება არ გააჩნია საზოგადოებისათვის.
დღეისათვის უფასო ფილმების ნახვის ხელმისაწვდომობა არის არა მარტო მრავალი ტელეარხების მეშვეობით, არამედ ინტერნეტით.
საზმაუს შეუძლია აბსოლიტურად უმტკივნეულოდ, ბადით გათვალისწინებული გადაცემების და საკადრო შემცირებების გარეშე სერიალების მაგიერ ჩასვას ღია სადისკუსიო სივრცის თოქ შოუები, რომლებიც ღია იქნება ნებისმიერი მსურველისათვის (დარბაზში დასწრებით თუ ონლაინ ჩართვებით) განიხილონ მოქალაქეთათვის აქტუალური საკითხები და ხელი შეუწყოს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელთა აქტიურ მონაწილეობას სახელწმოფოს მართვაში .
ჩვენ, პეტიციაზე ხელის მომწერები, მოვითხოვთ საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტისაგან და სამეთვალყურეო ბორდისაგან გაიხსნას სადისკუსიო სივრცეები საქართველოს მოქალაქეთათვის, რაც გულისხმობს:
1. არსებული ბადით გათვალისწინებული ტელე სერიალების ნაცვლად ღია სადისკუსიო სივრცის შექმნა
2. არსებული პოლიტიკური თოქშოეუები გაიხსნას ნებისმიერი მოქალაქისათვის
3. თოქ-შოუების თემების შერჩევასა და პირდაპირი ეთერით ჩართვებში მონაწილეობა ხელმისაწვდომი გახდეს ნებისმიერი მოქალაქისათვის.
თუ სამეთვალყურეი საბჭო და მენეჯმენტი არ უზრუნველყოფს ასეთი პირობების შექმნას ეს პირდაპირი მაჩვენებელია, რომ საზმაუს ადმინისტრაცია და ბორდი ხელს უშლის საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუციების მუშაობას. რაც სახელმწიფოს მიტაცების პირველი მაჩვენებელია.