საკონტაქტო ინფორმაცია
ქართველი მეწარმეები ევროპის გზაზე

საჭიროა 846 ხელმოწერა

154
1000
ადრესატი:
  • საქართველოს მთავრობა

ქართველი მეწარმეები ევროპის გზაზე

ჩვენ, საქართველოში მოქმედ, სამეწარმეო საქმიანობაში ჩართულ მეწარმეებს, კატეგორიულად მიუღებლად მიგვაჩნია ქართული ოცნების მიერ საქართველოს საგარეო კურსის ცვლილება, ვგმობთ საქართველოს იზოლაციას და მოკავშირეების გარეშე დატოვებას.

საქართველოს სამეწარმეო სექტორი გადარჩა და წლების განმავლობაში საზრდოობს ევროკავშირისა და ამერიკის შეერთებული შტატების მიერ გაცემული სხვადასხვა საგრანტო პროგრამებით. რომ არა აღნიშნული პროგრამები, ჩვენ ვერ შევქმნიდით ხარისხიან ქართულ პროდუქტს სხვადასხვა მიმართულებით, ესენია : აგრო, ტურიზმი, სათამაშოები, ავეჯი, აქსესუარები,ტექსტილი,დეკორი  და სხვა. ვერ შევძლებდით მსოფლიოს მასშტაბით სხვადასხვა ფესტივალებზე და გამოფენებზე მონაწილეობას, ჩვენი სამეწარმეო საქმიანობის გაციფრულებას და ონლაინ ვაჭრობაში ჩართვას. 

ევროკავშირის გაფართოების ტალღა არის უპრეცედენტო შესაძლებლობა საქართველო სრულად შევიდეს ევროპის 500 მილიონიან ბაზარზე, გაზარდოს სამეწარმეო პოტენციალი, ხარისხით მიუახლოვდეს ევროპულ სტანდარტებს, რათა დოვლათი და კეთილდღეობა მოიტანოს ქვეყანაში.

ჩვენ, წარმოების სხვადასხვა სექტორში ჩართული მეწარმეები, რომლებმაც მხოლოდ ევროკავშირის და ამერიკის შეერთებული შტატების საგრანტო შესაძლებლობებით შევძელით ეკონომიკური საქმიანობის დაწყება, გაფართოება, ვეხმარებით სხვა მეწარმეებს ეკონომიკურ გაძლიერებაში, დამღუპველად მივიჩნევთ საქართველოს ისტორიული საგარეო კურსის ცვლილებას და მოვუწოდებთ ყველას, შემოგვიერთდნენ ისტორიული არჩევანის დაცვის საკითხში.


ჩვენ, საქართველოში მოქმედ, სამეწარმეო საქმიანობაში ჩართულ მეწარმეებს, კატეგორიულად მიუღებლად მიგვაჩნია ქართული ოცნების მიერ საქართველოს საგარეო კურსის ცვლილება, ვგმობთ საქართველოს იზოლაციას და მოკავშირეების გარეშე დატოვებას. საქართველოს სამეწარმეო სექტორი გადარჩა და წლების განმავლობაში საზრდოობს ევროკავშირისა და ამერიკის შეერთებული შტატების მიერ გაცემული სხვადასხვა საგრანტო პროგრამებით. რომ არა აღნიშნული პროგრამები, ჩვენ ვერ შევქმნიდით ხარისხიან ქართულ პროდუქტს სხვადასხვა მიმართულებით, ესენია : აგრო, ტურიზმი, სათამაშოები, ავეჯი, აქსესუარები,ტექსტილი,დეკორი  და სხვა. ვერ შევძლებდით მსოფლიოს მასშტაბით სხვადასხვა ფესტივალებზე და გამოფენებზე მონაწილეობას, ჩვენი სამეწარმეო საქმიანობის გაციფრულებას და ონლაინ ვაჭრობაში ჩართვას.  ევროკავშირის გაფართოების ტალღა არის უპრეცედენტო შესაძლებლობა საქართველო სრულად შევიდეს ევროპის 500 მილიონიან ბაზარზე, გაზარდოს სამეწარმეო პოტენციალი, ხარისხით მიუახლოვდეს ევროპულ სტანდარტებს, რათა დოვლათი და კეთილდღეობა მოიტანოს ქვეყანაში. ჩვენ, წარმოების სხვადასხვა სექტორში ჩართული მეწარმეები, რომლებმაც მხოლოდ ევროკავშირის და ამერიკის შეერთებული შტატების საგრანტო შესაძლებლობებით შევძელით ეკონომიკური საქმიანობის დაწყება, გაფართოება, ვეხმარებით სხვა მეწარმეებს ეკონომიკურ გაძლიერებაში, დამღუპველად მივიჩნევთ საქართველოს ისტორიული საგარეო კურსის ცვლილებას და მოვუწოდებთ ყველას, შემოგვიერთდნენ ისტორიული არჩევანის დაცვის საკითხში.

ვრცლად