საკონტაქტო ინფორმაცია
თავისუფლება მზიას

საჭიროა 57 ხელმოწერა

143
200
ადრესატი:
  • შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო

თავისუფლება მზიას

აჭარის სამედიცინო საზოგადოების წარმომადგენლები, მიუღებლად მივიჩნევთ დამოუკიდებელი ჟურნალისტის, მზია ამაღლობელის უკანონო პატიმრობას და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის იგნორირებას!!! გამოვხატავთ ჩვენი პროტესტს და მოვითხოვოთ ყოველდღიურ რეჟიმში მივიღოთ ინფორმაცია მზიას ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ საერთაშორისო სამედიცინო პროტოკოლების დაცვით.

მზია ამაღლობელი, ბოლო 45 წლის განმავლობაში საქართველოში ბრალდებული პირველი პატიმარი ჟურნალისტია, რომელსაც ხელისუფლება სჯის მაღალეთიკური, უკომპრომისო და შეუპოვარი ბრძოლისთვის, სიმართლისთვის, ხელისუფლების დანაშაულებისა და შეცდომების მხილებისთვის.

მისი შიმშილობის მე-18 დღე სერიოზულ საფრთხეს უქმნის მის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს.

18 დღიანი შიმშილობა, მხოლოდ წყლის მიღება ძალიან სერიოზული და სიცოცხლისათვის საშიში მდგომარეობაა. ამ დროს ადამიანის ორგანიზმი ენერგიის უკიდურეს დეფიციტს განიცდის, რაც მრავალფეროვან და ხშირად შეუქცევად ცვლილებებს იწვევს.

ჯანმრთელობის რა საფრთხეები ემუქრება მზია ამაღლობელს?

შიმშილობის მე19 დღეს შესაძლოა განვითარდეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ორგანოების უკმარისობა: გულის, თირკმელების, ღვიძლის ფუნქციონირება ირღვევა.

თავის ტვინის ფუნქციები ენერგიის დეფიციტის გამო იწყებს შესუსტებას, რაც თავის მხრივ იწვევს მეხსიერების პრობლემებს, გონების ხანმოკლე თუ ხანგრძლივი კარგვის ეპიზოდებს, კრუნჩვას, ხანდახან უეცარ სიკვდილსაც კი.

ადმიანს შეიძლება შეექმნას მენტალური პრობლემები: შიმშილი იწვევს შფოთვას, შიშს, დეპრესიას, აგრესიას და სხვა ფსიქიკურ ტიპის აშლილობებს.

ირღვევა ელექტროლიტური ბალანსი: ორგანიზმში მნიშვნელოვანი მინერალების დეფიციტი იწვევს გულის არითმიას, კუნთების სპაზმებს და სხვა სერიოზულ პრობლემებს.

იმუნური სისტემის მხრივ: ორგანიზმი ხდება მგრძნობიარე ინფექციების მიმართ.

რატომ არის საშიში მხოლოდ წყლის მიღება?
წყალი არ შეიცავს ორგანიზმისთვის აუცილებელ ენერგიას, რომელიც მიიღება ნახშირწყლებიდან, ცილებიდან და ცხიმებიდან.

ასევე ამ დროს ვითარდება ვიტამინებისა და მინერალების დეფიციტი, რომლებიც აუცილებელია ორგანიზმის ნორმალური ფუნქციონირებისთვის.

შიმშილობის საკითხი პენიტენციალურ სისტემაში რეგულირდება მრავალი საერთაშორისო სტანდარტით, მათ შორის:

  • ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით;
  • საერთაშორისო პაქტით სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა შესახებ;
  • მინიმალური სტანდარტებით პატიმრობის პირობების შესახებ (ნელსონ მანდელას წესები).

მაღალი საზოგადოებრივი ინტერესებიდან და მზია ამაღლობელის ჯანმრთელობისა და სიცოცხლის საფრთხის მაღალი რისკიდან გამომდინარე, ასევე ზემოთ აღნიშნული საერთაშორისო სტანდარტების დაცვით, აქამდე პენიტენციალური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტს ყოველდღიურად უნდა უზრუნველეყო მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის მოწოდება საზოგადოებისთვისა და ოჯახის წევრებისთვის, მოეხდინა ჯანმრთელობის მდგომარეობის 24 საათიანი მონიტორინგი.

მზია ამაღლობლის დახსნა რეჟიმის უკანონო პატიმრობიდან საქართველოს მოქალაქეების უპირველესი ამოცანაა ისევე, როგორც დანარჩენი 53 უკანონო პატიმრის.

ჩვენი მოთხოვნაა, შეიქმნას სანდო, მაღალი კვალიფიკაციის მქონე მულტიპროფილური ექიმების გუნდი და დაუყოვნებლივ შეუშვან მზია ამაღლობელთან. თოთოეული ხელმომწერი მზადა ვართ, რომ შესაბამისი პროტოკოლის დაცვით, შევიდეს მზია ამაღლიბელთან.

აჭარის სამედიცინო საზოგადოების წევრები ვუერთდებით პროტესტს დამოუკიდებელი ჟურნალისტის, მზია ამაღლობელის პატიმრობის წინააღმდეგ, ასევე ჩვენს სერიოზულ შეშფოთებას იწვევს შიმშილობის მე18 დღის ფონზე მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ სტანდარტული ინფორმაციის არარსებობა.

პიროვნების ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგი და ადამიანის ფუზენაესი უფლების "სიცოცხლის უფლების" დაცვა სახელმწიფოს პასუხისმგებლობა და პირდაპირი მოვალეობაა.