საკონტაქტო ინფორმაცია
არა “გაზპრომ მედიის” შვილობილ NTV Plus-ს!

საჭიროა 764 ხელმოწერა

4236
5000
ადრესატი:
  • სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური
  • საქართველოს მთავრობა
  • კომუნიკაციების ეროვნული კომისია

არა “გაზპრომ მედიის” შვილობილ NTV Plus-ს!

როგორც ცნობილი გახდა, რუსეთის სახელმწიფო კომპანია “გაზპრომ მედიის” შვილობილი NTV Plus საქართველოს ტელებაზარზე შემოდის.

კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის ცნობით, “ენ ტე ვე პლუსმა”, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ორი წლის წინ გაიარა რეგისტრაცია (2016 წლის 12 სექტემბერს) და მიიღო ავტორიზაცია. 

“ენ ტე ვე პლუსის” პარტნიორი საქართველოში შპს “მედია ჯგუფია”. 2017 წლის სექტემბერში დაფუძნებული ამ კომპანიის 50%–ს დავით ნაკაშიძე ფლობს, 50%–ს კი –  გულნარა ხეჩოშვილი.

“ენ ტე ვე პლუსი” მაყურებელს ფასიან სატელიტურ სატელევიზიო მომსახურებას სთავაზობს და მის პაკეტებში, ჯამში, 290-მდე ტელეარხია, რომელთაგან უდიდესი ნაწილი რუსული პროპაგანდისტული საინფორმაციო არხებია. 

ჩვენ, ქვემორე ხელისმომწერებს, საქართველოს მოქალაქეებს მიგვაჩნია, რომ "გაზპრომ მედიის" შვილობილი კომპანიის შემოსვლა საქართველოში დაუშვებელია და მათი ეს "გეოგრაფიული ექსპანსია" რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ წარმოებული ჰიბრიდული ომის გაგრძელება და შემადგენელი ნაწილია.

იქედან გამომდინარე, რომ "ენ ტევე პლუსის" მიერ რეგისტრაციის გავლის შემდეგ რუსეთ-საქართველოს შორის ჰიბრიდული ომი არათუ არ განელდა, ახალ, საშიშ ეტაპზეა გადასული, ასევე, იმის გათვალისწინებით, რომ ჰიბრიდული ომის საფრთხეებზე აღნიშნულია სუს-ის მიერ წარმოდგენილ ანგარიშში, ასევე იმის გამო, რომ "გაზპრომი" შეტანილია აშშ-ის მიერ სანქციადადებული კომპანიების სიაში,

მივმართავთ საქართველოს მთავრობას, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიას, გაითვალისწინონ ახალი რეალობები და გამოწვევები და გაუუქმონ რეგისტრაცია "ენ ტევე პლუსს", როგორც კომპანიას, რომლის საქმიანობა მიმართულია საქართველოს სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ.