საჭიროა 424 ხელმოწერა
ადრესატი:
- თბილისის საკრებულო
- თბილისის მერია
- კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო
კულტურის და ხელოვნების მსახურთა ღია წერილი ხელისუფლებას
კულტურის სფეროში დასაქმებული ორგანიზაციების და კერძო პირების საჯარო მიმართვა საქართველოს მთავრობას, ქალაქ თბილისის საკრებულოს კულტურის კომისიას, საქართველოს კულტურისა სამინისტროს
მოგმართოთ საჯარო წერილით და გავავრცელოთ ღია მიმართვა, კულტურის სფეროში დასაქმებული, ხელოვნების მსახურებაში მყოფი კერძო პირების, ორგანიზაციების და ჯგუფების სახელით, რომლებიც ხელს აწერენ აღნიშნულ წერილს და მოგახსენოთ ჩვენი აზრი ქვეყანაში მიმდინარე ანტიკრიზისული გეგმის განვითარებასთან, მის ახალ და ჩვენის აზრით აუცილებელ და სასწრაფოდ ასამოქმედებელ პუნქტებთან დაკავშირებით
უკვე აქსიომაა, რომ მსოფლიოში მიმდინარე გლობალურმა პანდემიამ, დააზარალა ყველა სფეროს, ყველა მიმართულების და ყველა დარგის მსახურნი, მათ შორის საქართველოშიც. და როგორც ბოლო დროს მიმდინარე მოვლენებიდან გამოჩნდა, ერთ-ერთი ყველაზე დაზარალებული სფერო აღმოჩნდა ქართული კულტურის და ხელოვნების დარგში მომუშავე გაერთიანებები და ადამინები, რომელთა აბსოლუტურ უმრავლესობას პირდაპირი დარტყმა მიაყენა სამყაროში მიმდინარე პანდემიამ და უფრო კონკრეტულად კი, მისმა თანმდევმა - ეკონომიკურმა კრიზისმა.
საქართველოს მთავარობის მიერ შემუშავებულ ანტიკრიზისულ გეგმაში სამწუხაროდ ვერ მოხვდა ხელოვნების მსახურთა გვერდში დგომის ვერცერთი კონკრეტული წინადადება და ვერცერთი კონკრეტული გადაწყვეტილება, რომელიც ამ დარგში დასაქმებულ ასობით ადამიანს, პირდაპირი წესით და სასიკეთოდ შეეხებოდა.
გამომდინარე იქიდან, რომ თავად ხელოვნება და კულტურა მრავლისმომცველი ცნებებია, შესაბამისად ამ დარგში დასაქმებულთა არეალიც დიდია, მასში მოიაზრება - მხატვრები, მომღერლები, მუსიკოსები, კომპოზიტორები, სახელოვნებო დარგის ჟურნალისტები, არანჟირების ოსტატები და მათთან გათანაბრებული ტექნიკური პერსონალი, ქორეოგრაფიული ანსამბლები, მათი მრავალრიცხოვანი აღსაზრდელით და ქორეოგრაფებით, ფესტივალების და კონკურსების საორგანიზაციო ჯგუფები, რომლებიც წლებია ემსახურებიან ქართული კულტურის კონკრეტული მიმდინარეობის პოპულარიზაციას არამხოლოდ ხელოვნების ფორმატში, არამედ მისი პირდაპირი თანმდევი - ტურისტული სფეროს განვითარებისა და წარმატებისთვის, რადგან თუნდაც (!) ნებისმიერი საერთაშორისო, თუ ადგილობრივი მუსიკალური ფესტივალი - ტურისტების მოსაზიდი ერთ-ერთი საუკეთესო საშუალება იყო აქამდე...
ვინაიდან და რადგანაც კარგად გვესმის და ვითვალისწინებთ ჩვენს წილ სამოქალაქო პასუხისმგებლობას, გვესმის და ვითვალისწინებთ ქართული სახელმწიფოს რთულ ეკონომიკურ მდგომარეობას, მაქსიმალურად გვერდში ვუდგავართ პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში, ვემორჩილებით ყველა დადგენილ წესს თუ აკრძალვას, მაგრამ კულტურის სფეროს მრავალათასიანი არმიის უგუველყოფა და მათი „დავიწყება“ მინიმუმ უხერხულია, რადგან ეს სფერო იყო, არის და იქნება ახალ სამყაროშიც, ქვეყნის ეკონომიკური სიძლიერის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ხაზი..!
იმის გათვალისწინებით, რომ გაუქმდა და გადაიდო უამრავი ფესტივალი, კონცერტი, კონკურსი, გამოფენა და ა.შ. გამომდინარე აქედან ვთხოვთ საქართველოს მთავრობას
ა) უახლოეს პერიოდში გამოყოს სპეციალური ჯგუფი, კულტურის დარგის მომსახურეთა წინასწარ შემდგარ ჯგუფთან შესახვედრად, რათა არა ღია წერილებით და პეტიციებით, არამედ პირისპირ, ტეტ ე ტეტ, გადაწყდეს და დაიგეგმოს ყველა ნაბიჯი, რომლითაც შევძლებთ ჩვენი სფეროს და მასში მომუშავე ადამიანების - ფიზიკურ (!) გადარჩენას, და რამდენადაც ხმამაღლა არ უნდა ჟღერდეს ეს, სამწუხაროდ ეს რეალობა - სინამდვილეა!
ბ) იურიდიულ ორგანიზაციებს, ჯგუფებს (შ.პ.ს. / ი.მ. / ა.ა.ი.პ. და ა.შ.) რომლებსაც ამ საქმიანობისთვის იჯარით ჰქონდათ დაქირავებული არამხოლოდ სახელმწიფო ფართები, არამედ კერძო - გაუწიოს რეკომენდაცია ყველა გამქირავებელთან 6 თვის (დაწყებული აპრილის თვიდან) მანძილზე გაანთავისუფლონ იჯარის გადასახადისგან (მაგალითად ქორეოგრაფიული ანსამბლები, კერძო მუსიკალური სტუდიები, ფესტივალების და კონკურსების საორგანიზაციო ჯგუფები და ა.შ.)
გ) სამუშაო ჯგუფთან ერთად შეიმუშაოს გეგმა სახელოვნებო, მუსიკალური და სხვა კულტურული ფესტივალების ჩატარების წესებისთვის ღია და დახურულ სივრცეებში (იქნება ეს დისტანციის დაცვა, პირბადეებით მაყურებლის დასწრება და ა.შ.)
დ) პირველ პუნქტში გამოყოფილმა სახელმწიფო სამუშაოს ჯგუფმა, პეტიციის და წერილის საორგანიზაციო ჯგუფთან ერთად, მოახდინოს ხელოვნების სფეროში მომუშავე ადამიანთა და ჯგუფთა ღია და შესაძლებლობის გათვალისწინებით, მაქსიმალურად საჯარო აღრიცხვა, იქნება ეს
1) ქორეოგრაფიული ანსამბლები
2) ინდივიდუალური ვოკალისტები (მათ შორის რესტორნებში და კლუბებში დასაქმებულნი)
3) საბავშვო მუსიკალურ-თეატრალურ-ვოკალური სტუდიები
4) სფეროსთან ასოცირებული ყველა თანამშრომელი (კომპოზიტორები, მუსიკოსები, არანჟირების ოსტატები, კონცერტების კონფერანსიები, სახელოვნებო მიმართულების ჟურნალისტები და ა.შ.)
ე) ეს არის სფერო, რომელსაც პანდემიური და შესაბამისად პოსტ-კორონასეულ პერიოდშიც კი, შეუძლია ადამიანთა დასაქმება, მინიმალური ფინანსური უზრუნველყოფა და რაც ყველაზე მთავარია, მომავალი თაობის, ათიათასობით ბავშვის და ახალგაზრდას მოტივირება, სტიმულის მიცემა და ფსიქოლოგიური ტრამვის გაუვენელყოფა, რომელიც პანდემიის პერიოდში არსებული აკრძალვების დროს დაფიქსირდა და რომელსაც ფსიქოლოგები ძალიან დიდ პრობლემად ხედავენ უახლოეს მომავალში, თუ არ მოხდება მათი ადაპტირება გარემოსთან)
საინიციატივო ჯგუფის სახელით საქართველოს მუსიკალური დაჯილდოების „მეგას“ დამფუძნებელი, ტელეკომპანია „ვარსკვლავების“ დირექტორი, კულტურის ჟურნალისტი ბესო ჩუბინიძე
ვეთანხმებით და ხელს ვაწერთ: