საკონტაქტო ინფორმაცია
არა რუსულ კანონს!

საჭიროა 3969 ხელმოწერა

1031
5000
ადრესატი:
  • საქართველოს მთავრობა
  • საქართველოს პარლამენტი

არა რუსულ კანონს!

W4W  აცხადებს #არარუსულ კანონს.

W4W - საზოგადოება „ქალები ქალებისთვის“ გაერთიანების მიზანი არის ქალების ეკონომიკური გაძლიერება განათლებითა და კარიერული განვითარებით. საზოგადოება მიზნად ისახავს ქალთა მიმართ ძალადობის პრევენციაზე მუშაობას მათი კარიერული და, შესაბამისად, ეკონომიური გაძლიერებით. სამწუხაროდ, ასეთი ტიპის სერვისებს ვერ სთავაზობს სახელმწიფო ქალებს. დახმარების უმრავლესობა ფინანსურად მხარდაჭერილია დასავლური ინსტიტუტების მხრიდან. დღეისათვის საზოგადოების ფარგლებში 70 000-მდე ქალი დაინტერესებულია ამგვარი დაფინანსებული საგანმანათლებლო და კარიერული განვითარების შესაძლებლობებით. 

ჩვენი პლატფორმა ზუსტად ასახავს ქართველი ხალხის ინტერესებსა და არჩევანს. W4W-ისთვის არ არსებობს სხვა რეალობა საქართველოსთვის, გარდა ევროპული არჩევნისა. რუსული კანონი კი, საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროატლანტიკურ მომავალს. ეს საფრთხის ქვეშ აყენებს ყველა იმ შესაძლებლობას, რომელსაც გვთავაზობს დასავლური ინსტიტუტები როგორც ინდივიდუალური, ასევე სახელმწიფოებრივი განვითარებისთვის. შესაბამისად, რუსული კანონი არ განიხილება საკამათო თემად. ამ საკითხზე იქნება მხოლოდ ერთი სწორი პასუხი - არა რუსულ კანონს! 

გარდა ამისა, გთავაზობთ პეტიციას და მოგიწოდებთ მასზე ხელმოწერით გამოხატოთ თქვენი, როგორც W4W-ის საზოგადოების წევრის არჩევანი და დააფიქსიროთ მკაფიო პოზიცია: 

1.    ევროკავშირსა და ჩრდილოატლანტიკურ ორგანიზაციაში სრული ინტეგრაცია საქართველოს კონსტიტუციით გაცხადებული მიზანია. ამიტომ, ანტიკონსტიტუციურად უნდა გამოცხადდეს და აიკრძალოს ყველა იმ პოლიტიკური პარტიის საქმიანობა, რომელიც მხარს უჭერს ნებისმიერ კანონს, რომელიც აფერხებს ამ პროცესს და ეწინააღმდეგება კონსტიტუციის პრინციპებს, ჩვენი ქვეყნისა და მოსახლეობის მიერ არჩეულ გზას.

2.    „რუსული კანონის“ მხარდამჭერი 76 დეპუტატი პირდაპირ არის პასუხისმგებელი საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის საფრთხეში ჩაგდებაზე. თითოეულ მათგანს და მათ ოჯახის წევრებს დაუწესდეს მკაცრი სანქციები. შეეზღუდოთ სერვისებით სარგებლობა, რომელსაც უზრუნველყოფს დასავლური ინსტიტუტები. 

3.         საქართველოს ხელისუფლება ვალდებულია გამოხატავდეს ქართველი ხალხის ინტერესებს. არალეგიტიმური და დაუშვებელია მშვიდობიანი აქციების დარბევა და ისეთი კანონების მიღება, რომელიც არ  გამოხატავს ქართველი ხალხის სურვილსა და ინტერესს. კანონმდებლებს მოვუწოდებთ ქართველი ხალხის ინტერესების გათვალისწინებისკენ.

შეწყდეს რუსული კანონის განხილვა!
შეწყდეს ყველა პროცესი, რომელიც საქართველოს აშორებს ევოპისაგან!
ჩვენ ვირჩევთ ევროპას! ჩვენ ვირჩევთ განვითარებულ, თავისუფალ, ეკონომიკურად ძლიერ საქართველოს!

საზოგადოება "ქალები ქალებისთვის".


W4W  აცხადებს #არარუსულ კანონს. W4W - ქალები ქალებისთვის გაერთიანების მიზანი არის ქალების ეკონომიკური გაძლიერება განათლებითა და კარიერული განვითარებით. ჯგუფი მიზნად ისახავს ქალთა მიმართ ძალადობის პრევენციაზე მუშაობას მათი კარიერული და, შესაბამისად, ეკონომიური გაძლიერებით. სამწუხაროდ, ასეთი ტიპის სერვისებს ვერ სთავაზობს სახელმწიფო ქალებს. დახმარების უმრავლესობა ფინანსურად მხარდაჭერილია დასავლური ინსტიტუტების მხრიდან. დღეისათვის ჯგუფის ფარგლებში 70 000-მდე ქალი დაინტერესებულია ამგვარი დაფინანსებული საგანმანათლებლო და კარიერული განვითარების შესაძლებლობებით.  ჩვენი პლატფორმა ზუსტად ასახავს ქართველი ხალხის ინტერესებსა და არჩევანს. W4W-ისთვის არ არსებობს სხვა რეალობა საქართველოსთვის, გარდა ევროპული არჩევნისა. რუსული კანონი კი, სერიოზულ საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროატლანტიკურ მომავალს. ეს საფრთხის ქვეშ აყენებს ყველა იმ შესაძლებლობას, რომელსაც გვთავაზობს დასავლური ინსტიტუტები როგორც ინდივიდუალური, ასევე სახელმწიფოებრივი განვითარებისთვის. შესაბამისად, გადაწყდა, რომ რუსულ კანონთან დაკავშირებით, ჯგუფში დისკუსია არ გაიმართება. ამ საკითხზე იქნება მხოლოდ ერთი სწორი პასუხი - არა რუსულ კანონს!  გარდა ამისა, გთავაზობთ პეტიციას და მოგიწოდებთ მასზე ხელმოწერით გამოხატოთ თქვენი, როგორც W4W-ის საზოგადოების წევრის არჩევანი და დააფიქსიროთ მკაფიო პოზიცია:  1.    ევროკავშირსა და ჩრდილოატლანტიკურ ორგანიზაციაში სრული ინტეგრაცია საქართველოს კონსტიტუციით გაცხადებული მიზანია. ამიტომ, ანტიკონსტიტუციურად უნდა გამოცხადდეს და აიკრძალოს ყველა იმ პოლიტიკური პარტიის საქმიანობა, რომელიც მხარს უჭერს ნებისმიერ კანონს, რომელიც აფერხებს ამ პროცესს და ეწინააღმდეგება კონსტიტუციის პრინციპებს, ჩვენი ქვეყნისა და მოსახლეობის მიერ არჩეულ გზას. 2.    „რუსული კანონის“ მხარდამჭერი 76 დეპუტატი პირდაპირ არის პასუხისმგებელი საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის საფრთხეში ჩაგდებაზე. თითოეულ მათგანს და მათ ოჯახის წევრებს დაუწესდეს მკაცრი სანქციები. შეეზღუდოთ სერვისებით სარგებლობა, რომელსაც უზრუნველყოფს დასავლური ინსტიტუტები.  3.         საქართველოს ხელისუფლება ვალდებულია გამოხატავდეს ქართველი ხალხის ინტერესებს. არალეგიტიმური და დაუშვებელია მშვიდობიანი აქციების დარბევა და ისეთი კანონების მიღება, რომელიც არ  გამოხატავს ქართველი ხალხის სურვილსა და ინტერესს. კანონმდებლებს მოვუწოდებთ ქართველი ხალხის ინტერესების გათვალისწინებისკენ. შეწყდეს რუსული კანონის განხილვა!შეწყდეს ყველა პროცესი, რომელიც საქართველოს აშორებს ევოპისაგან!ჩვენ ვირჩევთ ევროპას! ჩვენ ვირჩევთ განვითარებულ, თავისუფალ, ეკონომიკურად ძლიერ საქართველოს! ჯგუფი ქალები ქალებისთვის.

ვრცლად