საჭიროა 4098 ხელმოწერა
902
5000
ადრესატი:
- კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო
გაუქმდეს უსამართლოდ ჩატარებული voice-ს ევროვიზიის შესარჩევი შედეგები.
საზოგადოებისთვის კარგადაა ცნობილი რომ ამა წლის 2 თებერვალს, 1 საზ.არხის ერთობლივი პროექტის, კონკურს "ვოის"- ის ფინალურ კონცერტში ჩვენი შეხედულებით ძალიან უხეშად და არადემოკრატიულად დაირღვა მასში მონაწილე ახალგაზრდა დამწყები მომღერლების უფლებები. როგორც თავად არხის და პროექტის ხელმძღვანელობის, ასევე პროდიუსერ გიგა კუხიანიძის მხრიდან (Giga Production, IRU შექმნა) ფორმატში ვოისის მსვლელობის დროს აშკარად გამოკვეთა მიკერძოება კონკურსის ერთი მონაწილის,კერძოდ ირუ ხეჩანოვის მიმართ. ამრიგად,როგორც არხი,ასევე პროდიუსერი გიგა კუხიანიძეს მიმართებით გამოიკვეთა და აშკარაა ჩვენი საზრიანი ეჭვი, საკონკურსო სმს- მესიჯების და ზარების გაყალბების თაობაზე, ქოლცენტრებთან სავარაუდო ზარებისა და ხმის მიცემის პროცესების მათ (IRU - ს) სასარგებლოდ მანიპულირებაში. როგორც მთელი პროექტის მანძილზე,ასევე მის ფინალში,კონკურსის ორგანიზატორთა , სუბიექტური მიკერძოება გამოიხატებოდა მათი ფავორიტი მომღერლის განსაკუთრებულ პოზიციაზე დაყენებაში,რაც ასევე გამოიხატებოდა ამ მონაწილისათვის გადამეტებულ სარეკლამო კამპანიაში, მენტორებზე და მათ გადაწყვეტილებებზე ზეწოლა, ჩარევა და საბოლოოდ,ამ ყოველგვარი ზეწოლისა და მანიპულირებების კასკადით,მათთვის სასურველი კანდიდატის გამარჯვებამდე მიყვანაში! ფინალურ კონცერტშიც აშკარა იყო მათი მიკერძოება ამ მონაწილის მიმართ მრწთვნელინელების მიუხედავად მაშინ როდესაც ფინალის ყველა მონაწილე იძულებულნი იყვნენ უბრალოდ განათებულ სცენაზე მიკროფონთან ემღერათ,მონაწილე ი.ხეჩანოვი ჩვენი მიუკერძოებელი დაკვირვებით, თვალნათლივ ალბათ პროდიუსერის მიწოდებით და არხმა მისთვის სპეციალურად დადგმული, საცეკვაო ,კოსტიუმირებული ჯგუფის თეატრალიზებული წარმოდგენით წარადგინა,რითაც ეცადა ეს მონაწილე ტელემაყურებლთათვის საინტერესოდ შთაეგონებინათ და წარმოეჩინა,ხოლო დანარჩენი მონაწილენი კი ამ პერფომანსის ფონზე-უფერულად და არასრულად. ასეთი ნაბიჯით და კონცერტის კონცეფციით არხმა,რეჟისორმა და პროდიუსერმა,აშკარად დაარღვიეს ყველა დანარჩენ მონაწილეთა როგორც პირადი- მორალური,პროფესიონალური ასევე დემოკრატიული უფლებები. საბოლოოდ,ხმათა სავარაუდო გაყალბება-მანიპულირებებით და მენტორებზე ზეწოლით,მათ მიიღეს მათთვის სასურველი რეზულტატი, მონაწილე ირუ ხეჩანოვის გამარჯვებით. ჩვენ გვჯერა და გვწამს "ვოის"ის პროექტის ხმათა მიცემის პროცესს და საეჭვო გამარჯვებულის გამოვლენას ამჟამად შეისწავლიან და გაეცნობიან ზოგიერთ სამართლიანად განაწყენებულ და მომჩივან მონაწილეთა ადვოკატები,ეს ვრცელი პროცესია. ამჯერად კი,ამ პეტიციით გვსურს,მოვუწოდოთ ხალხს თანადგომისკენ და ამჟამად მაინც ჭეშმარიტი ხმის მიცემისკენ! მოვითხოვთ საქართველოს მთავრობისგან,პარლამენტის კულტურის კომიტეტისა და საქ.კულტურის სამინისტროსგან საეჭვოდ ჩატარებულ კონკურს "ვოის"ს საერთოდ ჩამოერთვას ევროვიზიაზე მომღერლის გაგზავნის უფლებამოსილების უფლება! "ვოისი" და ევროვიზიის კონკურსი ორი რადიკალურად განსხვავებული კონკურსებია და ყველასათვის ცნობილია , რომ “ვოის"-ს არანაირი იურიდიული უფლება არ აქვს მასში გამარჯვებული მომღერალი(მით უმეტეს, საეჭვოდ?!) თვითნებურად,ქართველი ხალხის სახელით,ჭეშმარიტად დემოკრატიული ხმის მიცემის და გადაწყვეტილების გარეშე გააგზავნოს ევროვიზიის კონკურსზე. არც ევროვიზიის საორგანიზაციო კომიტეტს არ უთხოვია "ვოის"- ისთვის მისი კონკურსისთვის მომღერლის შერჩევა. ამრიგად, კატეგორიულად მოვითხოვთ,ცალკე ჩატარდეს ევროვიზიის კონკურსზე გასაგზავნი მომღერლის შესარჩევი კონკურსი, როგორც ევროპის სხვა ქვეყნებში ( იტალია, ესპანეთი …) მთავრობის,პარლამენტის კულტურის კომიტეტის ან საქ.კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ შერჩეული იყოს მომღერალთა მოსმენა-შერჩევის ელექტრონული ფორმა. შეიქმნას დამოუკიდებელი ოც კაციანი ხელოვან მუსიკოსთა კომისია, აესევე კონკურსში მონაწილეობის მსურველთა პორტალი,სადაც ყველა მონაწილე მომღერალი, ჯგუფი წარადგენს საკონკურსო მუსიკალურ ნომერს. კომისიის მიერ შეირჩეს ოცდაათი საუკეთესო ნაწარმოები და შემდეგ გამარჯვებული გამოვლინდეს მსმენელთა საყოველთაო დემოკრატიული ონ-ლაინ პორტალის ხმის მიცემის მეშვეობით. კონკურს "ვოის"ს კი სამომავლოდაც ჩამოერთვას საკუთარი კონკურსის გამარჯვებულის,შემდგომ ევროვიზიაზე გაგზავნის უფლებამოსილება რაც ლიცენზორმა 1საზ.მაუწყებლობამ მიანიჭა!!! დიდი იმედი გვაქვს თქვენი აქტიურობისა! ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე შერჩევა უნდა ხდებოდეს ყველა კერძო (და ჯიბის) პროექტებისგან დამოუკიდებლად და მასზე საქართველოს სახელით წარგზავნილი მომღერალი,ჭეშმარიტად ქართველი ხალხის რჩეული უნდა იყოს !!