დასრულებული
ადრესატი:
- კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო
- საქართველოს პრეზიდენტი
- საქართველოს მთავრობა
ქ-ნი მზია ჯინჭარაძე - ამბროლაურის კულტურის ცეტრის ხელმძღვანელად!
მოგეხსენებათ, რომ 30 დეკემბერს სცენაზე მოულოდნელად გარდაიცვალა არაჩვეულებრივი ხელოვანი და პიროვნება, რაჭისა და მთელი საქართველოს სიამაყე, დავით(დათუნიკა) სხირტლაძე...ის წლების მანძილზე წარმატებით ხელმძღვანელობდა ამბროლაურის კულტურის ცენტრს; სამწუხაროდ, დათუნიკა სხირტლაძე ვერ მოესწრო ნანატრი შვილის დაბადებას; მოხდა სასწაული და მისი დაკრძალვიდან ერთი საათით ადრე ქვეყნიერებას მოევლინა დავით-თევდორე სხირტლაძე; ფაქტობრივად, ოჯახი დარჩა ერთადერთი მარჩენალის გარეშე; დათუნიკას მეუღლეს - ქ-ნი მზია ჯინჭარაძეს გადაწყვეტილი აქვს, არ მოშალოს გარდაცვლილი მეუღლის მშობლიური კერა სოფელ ხიმშში და მათი მემკვიდრეც აღზარდოს იმ გარემოში, სადაც დაიბადა და გაიზარდა დათუნიკა სხირტლაძე; ეს ის სახლ-კარია,რასაც ელოლიავებოდა ცოლ-ქმარი და დათუნიკას სიცოცხლეშივე იქცა ეთნოგრაფიულ მუზეუმად...გამომდინარე იქედან, რომ ქ-ნ მზიას არა აქვს სტაბილური შემოსავალი, რაც აუცილებელია მათი არსებობისთვის, ამბროლაურის მოსახლეობამ, ინტელიგენციამ და დათუნიკას მეგობრებმა მოითხოვეს, დაენიშნათ ქ-ნი მზია ჯინჭრაძე გარდაცვლილი მეუღლის თანამდებობაზე; ვფიქრობთ, ამბროლაურის გუბერნიის, რაიონის, საკრებულოს, მერიის ხელმძღვანელობა მიიღებს გონივრულ გადაწყვეტილებას და ყოველგვარი კონკურსის გარეშე, ქ-ნ მზიას, კულტურის ცენტრის დირექტორად დანიშნავს; მას აქვს სათანადო ცოდნა-განათლება, გამოცდილება, კავშირები, ღირსეულად გააგრძელოს მეუღლის საქმიანობა და ქვეყანას აღუზარდოს დათუნიკა სხირტლაძის ერთადერთი მემკვიდრე; გთხოვთ,საქართველოს კულტურის, ხელოვნების, ლიტერატურის, მეცნიერების და სხვა პროფესიების ყველა თაობის წარმომადგენლებს, ხელმოწერით დავადასტუროთ ჩვენი მხარდაჭერა!