საჭიროა 24751 ხელმოწერა
ადრესატი:
- საქართველოს პროკურატურა
- საქართველოს მთავრობა
- საქართველოს პარლამენტი
აიკრძალოს ორგანიზაცია გირჩი!
მიმდინარე წლის 9 ივლისს ორგანიზაცია “გირჩმა” გაავრცელა მისი ერთ-ერთი ლიდერის ზურაბ ჯაფარიძის ვიდეო მიმართვა, რომელიც შეიცავს სოციალური და ეროვნულ-ეთნიკური დისკრიმინაციის და შევიწროების ნიშნებს. კერძოდ, ვიდეო მიმართვაში საუბარია, რომ გლეხობა, გლეხი და საგლეხო მეურნეობა უნდა იქცეს სამარცხვინო და “გასატეხ” მოვლენად საქართველოში, ხოლო ეკონომიკური კეთილდღეობისთვის საჭიროა საქართველოში ქართველობა იქცეს ეროვნულ და ეთნიკურ უმცირესობად. აღნიშნული განცხადება პირდაპირ წარმოადგენს პროპაგანდას და მოწოდებას ადამიანების დისკრიმინაციისა და შევიწროებისკენ მათი სოციალური მდგომარეობის და ეროვნულ-ეთნიკური კუთვნილების ნიშნით. აღნიშნული განცხადებები, რომლებიც წარმოადგენს “გირჩის” იდეოლოგიურ ხაზს და ნიშანსვეტს, შეიცავს ქართველი ავტოქტონი ეთნოსის მიზანმიმართული დისკრიმინაციის და ეთნიკური წმენდის, ქვეყანაში დემოგრაფიული ბალანსის ხელოვნური შეცვლის და ქართველი ერის შევიწროების შემცველ მოწოდებებს და იდეებს, რაც არის დასჯადი ქმედება!
ყოველივე ზემოთქმულის საფუძველზე მიგვაჩნია, რომ ორგანიზაცია “გირჩი” ეწევა მიზანმიმართულ ანტისახელმწიფოებრივ და ანტიეროვნულ მოღვაწეობას, რაც საფრთხეს უქმნის ქვეყნის ეროვნულ უსაფრთხოებას! ამიტომ, მიზანშეწონილად მიგვაჩნია მოვითხოვოთ, რომ ორგანიზაცია “გირჩი” აიკრძალოს, ხოლო ზემოხსენებული განცხადებების გამავრცელებლის მიმართ ამოქმედდეს შესაბამისი სამართლებრივი ბერკეტები!