საჭიროა 4934 ხელმოწერა
ადრესატი:
- საქართველოს მთავრობა
- საქართველოს მთავრობა
დაუყოვნებლივ აღდგეს
ქვეყანაში არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, მთავრობის გადაწყვეტილებით, მთელი ქვეყნის მასშტაბით დაიხურა სუფთა სახლის 150 ფილიალი. მაღაზიათა ქსელმა სოციალურ ქსელში განაცხადა , რომ - „მთელი ამ დროის განმვალობაში „სუფთა სახლი“ ზედმიწევნით იცავდა, როგორც სახელმწიფოს მოთხოვნებს, ასევე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ გაწეულ რეკომენდაციებს და ყველა შესაბამის პირობას უქმნიდა თავის თანამშრომლებს“. „სუფთა სახლი“ ემორჩილება მთავრობის დადგენილებას, თუმცა მომხმარებლისთვის გაუგებარია რატომ დაიკეტა ქსელი, რომელშიც არის ჰიგიენისთვის საჭირო ყველა პროდუქტი და დაცული იყო ყველა სათანადო წესი. გარდა ამისა ზემოთხსენებული ალოგიკური გადაწყვეტილებით 1200 ადამიანი რჩება სამსახურის გარეშე, დღევანდელ კრიტიკულ სიტუაციაში კი ეს ვითარება უფრო მეტად ქმნის პრობლემებს. „სუფთა სახლის“ ერთგული მომხმარებლები დაუყოვნებლივ მოვითხოვთ აღდგეს მათი მუშაობა.
პატივისცემით ანი ომიაძე.