საჭიროა 999858 ხელმოწერა
ადრესატი:
- ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
- ენერგეტიკის სამინისტრო
- საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო
ენერგოდამოუკიდებლობა, უფასო ელექტროენერგია მზის, ქარის და გეოთერმული წყლების გამოყენებით
პეტიცია შექმნილია ''მწვანე ენერგიების განვითარების ფონდი''-ს მიერ. პეტიციის მიზანია საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობა.
საქართველო ენერგოდეფიციტური ქვეყანაა, რაც კიდევ უფრო ზრდის პოლიტიკურად და ეკონომიკურად სხვა ქვეყნებზე დამოკიდებულებას, რომელიც პირდაპირ სამხედრო ზეწოლაზე არანაკლებ სახიფათოა. ქვეყანა მისი განახლებადი ენერგორესურსების მაქსიმალური გამოყენებით შესაძლებელია გახდეს სუფთა ენერგიის წარმოების და ვაჭრობის რეგიონალური ჰაბი და კარბონ ნეიტრალური სახელმწიფო, რაც სხვა ქვეყნებისგან ენერგეტიკული, ეკონომიკური და სრულფასოვანი პოლიტიკური დამოუკიდებლობის ექვივალენტურია. საქართველოს გადარჩენისთვის საციცოხლოდ მნიშვნელოვანია, რომ საქართველო გახდეს ენერგოდამოუკიდებელი სახელმწიფო, რისი დიდი რესურსიც ქვეყანას აქვს.
განახლებადი ენერგიების (მზე, ქარი, გეოთერმული წყლების) გამოყენება საშუალებას მოგვცემს ელექტროენერგია მოსახლეობისთვის იყოს უფასო, ამის გამოცდილება არის სკანდინავიის ქვეყნებში.
10 000 ეზოში შესაძლებელია ჩაიდგას მცირე ქარის ტურბინა-ჭარბი ელ-ენერგია, რაც დამატებით ფინანსურ შემოსავალს მისცემს მოსახლეობას. იმერეთის და სამეგრელოს რეგიონში გეოთერმული წყლების გამოყენება მოგვცემს არა მხოლოდ ელ-ენერგიას არამედ სასათბურე მეურნეობის განვითარებას. დაკიდებული მზის ელ-სადგურები კახეთის რეგიონში, სეტყვისგან დაიცავს ბაღ-ვენახებს და მისცემს მისახლეობას უფასო ელ-ენერგიას. ქარის ენერგიის გამოყენება შიდა ქართლის სოფლებს უფასო დენის გარდა მისცემს ფინანსურ შემოსავალს. ქართულ ემიგრაციას კი ბიძგს სამშობლოში დაბრუნებაზე.