საჭიროა 9988 ხელმოწერა
ადრესატი:
- ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
- საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო
- საქართველოს მთავრობა
- შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
საზღვარზევე შემოწმდეს სატრანზიტო სატრანსპორტო საშუალებები გამონაბოლქვზე!
მოგეხსენებათ, რომ ჩვენი ქვეყანა ინტენსიურად გამოყენება როგორც სატრანზიტო ჰაბი ევროპასა და აზიას შორის, ასევე მეზობელი ქვეყნებიდან ტრანზიტისთვის, რაც ქმნის დიდ საშიშროებას გარემოს გამონაბოლქვით და რარამარტო დაბინძურების კუთხით.
საქართველოს ე.წ. მთავარ ავტობანზე და სხვა ტრანზიტისთვის განკუთვნილ გზებზე, ხშირად გვხვდება ტექნიკურად გაუმართავი სატრანზიტო სატრანსპორტო საშუალებები, რომლებიც მაყუჩიდან საშინელი შავი კვამლით ბოლავს და წამლავს გარემოს.
მოვითხოვთ! შემუშავდეს და განხორციელდეს შესაბამისი კანონი, რომლითაც სავალდებულო გახდება საზღვარზე, საბაჟო-გამშვებ პუნქტებზე სატრანზიტო სატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვის შემოწმება საქართველოში დაშვებულ ნორმებთან შესაბამისობაზე! გაუმართავი სატრანსპორტო საშუალება კი არ უნდა იქნეს ტრანზიტით გატარებული!