საჭიროა 49927 ხელმოწერა
73
50000
ადრესატი:
- საქართველოს პარლამენტი
- საქართველოს მთავრობა
დაუბრუნდეს საკუთრება ხალხს!
ერთ-ერთი მთავარი განსხვავება საბჭოთა წესრიგსა და თავისუფალ საზოგადოებას შორის მდგომარეობს იმაში, რომ თავისუფალ საზოგადოებაში ცალკეული ადამიანები არიან საკუთრების მფლობელები და არა სახელმწიფო.
ის, რომ ჩვენ დღემდე ვერ ამოვედით სიღარიბიდან, მნიშვნელოვანწილად განპირობებულია არა იმით, რომ ამ ქვეყნის მოქალაქეებს რაღაც გვჭირს, რაღაც დეფექტი გვაქვს, რაღაცით უარესი ვართ განვითარებულ ქვეყნებში მცხოვრებ ადამიანებზე, არამედ იმით, რომ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, ქონება რომელიც ბოლშევიკებმა წაართვეს ჩვენს წინაპრებს, ჯერ კიდევ არ დაგვიბრუნებია და რჩება სახელმწიფოს მფლობელობაში.
ესაა მიწა, ტყე, წიაღისეული, სახელმწიფო საწარმოები, უძრავი ქონება...
დამოუკიდებლობის მოპოვებიდან დღემდე ამ ქონებას იყენებენ კონკრეტული მთავრობები და მათთან დაახლოებული მსხვილი ბიზნესები, პირადი გამდიდრებისთვის. ჩვენ კი გვატყუებენ, თითქოს არ შეიძლება, რომ ჩვენ გავხდეთ ამ ყველაფრის მესაკუთრეები, რადგან ვერ მოვუვლით, გავანადგურებთ - ველურები ხართო, გვეუბნებიან.
ამ პეტიციის მიზანია მოსთხოვოს აღმასრულებელ ხელისუფლებას და პარლამენტს მთელი ამ ქონების საქართველოს მოქალაქეებისთვის უსასყიდლოდ და თანაბრად დაბრუნება საკუთრებაში და ამ მიზნის განსახორციელებლად საჭირო საკანონმდებლო ცვლილებების მყისიერი ინიცირება.
ეს იქნება არა მხოლოდ ისტორიული სამართლიანობის აღდგენა, არამედ თითოეული ამ ქვეყნის მოქალაქის და მთლიანად ქვეყნის გამდიდრებისკენ გადადგმული ყველაზე ეფექტური ნაბიჯი.
მხოლოდ ამ გზით შეგვეძლება ჩვენი საკუთრების უკონტროლო გასხვისების შეჩერება.